პირველ აგვისტოს, დაახლოებით შუადღისას, თბილისის ცენტრში, კერძოდ კი აღმაშენებლის გამზირზე, გამვლელები უცნაური სანახაობის მოწმე გახდნენ, ხარაჩოებზე ერთმანეთის მიყოლებით გამწკრივებული პატარძლები მონდომებით ცდილობდნენ სიძის დაჭერას, რომელსაც თავის მხრივ ზედა აივნიდან, კიდევ ერთ-ერთი, სავარაუდოდ ყველაზე აქტიური პატარძალი ებღაუჭებოდა დასაჭერად. ამ სანახაობით გაოცებულ და გამხიარულებულ ხალხს, მალე მიაწოდეს ინფორმაცია-ეს ყველაფერი ჟურნალ "ბომონდის" ფოტო-პრიოქტის ფარგლებში გამართული გადაღების ერთერთი მიზანსცენა იყო, საბრალო სიძე კი რომელიც თავგამოდებული გაურბოდა პატარძლებს (მათ შორის რუსკა მაყაშვილს, ქეთი ორჯონიკიძეს და სხვებს) არც მეტი არც ნაკლები, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავი-მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გახლდათ. გადაღებები გვიან ღამემდე გაგრძელდა და "პატარძლების მიტინგმა" (როგორც ამ ფაქტს ერთმა უცხოელმა უწოდა) აღმაშენებლის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე გადაინაცვლა. დაწვრილებით ამ ფოტო სესისის შესახებ ხვალ, რუსთავი2-ის დილის გადაცემაში ნახავთ სიუჟეტს, უფრო დეტალურად კი ჟურნალ "ბომონდის" სექტემბრის თვის ნომერში იხილავთ ფოტო პროექტის მთელ დეტალებს.