საზოგადოებრივი არგო - გემი, რომლითაც არგონავტები კოლხეთში შემოვიდნენ 2019, 30 ნოემბერი, 3:44 არგო (ძვ. Argo - სისწრაფე; სწრაფი, მარდი; თეთრი, ქათქათა; ზანტი, უარგებლო; ზოგი ეტიმოლოგიით კი ქალაქ არგოსის ან მისი დამაარსებლის სახელია) - არგონავტების 50-ნიჩბიანი გემი, რაც ათენას დახმარებით არგომ (Argus) ააგო. მისი სახელი ეწოდათ რჩეულ ბერძენ გმირებს, რომლებიც იმ გემით ჩამოვიდნენ კოლხეთში იაზონის მეთაურობით ოქროს საწმისის წასაღებად. მოძრავ კლდეებს სიმპლეგადებში არგომ ათენას შემწეობით დააღწია თავი, თუმცა კიჩოს ნაწილი მაინც გაუსრისეს. ლაშქრობის შემდეგ, დიდხანს იდგა სანაპიროზე, ბოლოს დაიმსხვრა და იაზონიც გასრისა. არგოს ჰომეროსის (ძვ.წ. IX-VIII სს.) ეპოქაშიც მთელი საბერძნეთი მოწიწებით იხსენიებდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სიტყვის ძირია მეგრული სიტყვა "მარგალ", რაც მეგრელთა თვითწოდებაა და მეგრულად მრგველს (მიწათმოქმედს) ნიშნავს. მადლიერმა ჰერამ არგო აქცია დიდ ვარსკვლავთკრებულად, რომელსაც იალქნები ეწოდა (კენტავრის გემის კიჩოს, ტუმბოს ხომლებით გარემოცული, 110, შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავისგან შემდგარი თანავარსკვლავედი).
კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწ. მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწ. მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე460 1-ს მოსწონს
|