x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებიც პირდაპირ საკურთხეველთან მიატოვეს

image


ალბათ ფიქრობთ, რომ ცნობილი ადამიანების ცხოვრება იდეალურია, ხოლო მათი უმრავლესობა, საკუთარი "ვარსკვლავური" სტატუსით კიდევ უფრო ბედნიერი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის, განსაკუთრებით კი იმ მომენტებში, როდესაც მათი პირადი ცხოვრება ინგრევა. გთავაზობთ იმ ცნობილ სელებრითებს, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ ქორწილის წინა დღეს მიატოვეს.



ქსენია სობჩაკი და ალექსანდრე შუსტეროვიჩი




image

ამ სკანდალური წყვილის ქორწილი უკვე დიდი ხნის დაგეგმილი იყო, როცა ღონისძიება მოულოდნელად ისე გაუქმდა, რომ მიზეზი არავინ იცოდა. როგორც მათთან დაახლოებული პირები ამბობდნენ, საქმროს მშობლები ქორწილის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, როგორც ქსენია ამტკიცებდა, მას დამოუკიდებლობა სურდა.






ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი



image

წყვილი ერთმანეთს მთელი 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა, ბენს თავისი ამბიციური მეორე ნახევრის მიმართ ჟურნალისტების გადამეტებული ყურადღება სასტიკად არ მოსწონდა, განსაკუთრებით კი, მის გაღიზიანებას ის ფაქტი იწვევდა, რომ მეტსახელად მას მისტერ ლოპესი შეარქვეს.



ბრედ პიტი და გვინეთ პელტროუ


image


ამ ვარსკვლავური წყვილის რომანი თითქმის ყველასთვის სენსაციად იქცა, შეყვარებულები დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ მალევე გადაიფიქრეს. სელებრითების დაშორების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ამბობენ, გვინეთმა ბრედს ჯონ ჰანასთან უღალატა, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია.




ჯულია რობერტსი და ფერ საერლენდი


image


წყვილმა ქორწილიდაგეგმა და კონკრეტული თარიღიც დაასახელა, თუმცა, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, ჯულია რობერტსმა საქმრო მიატოვა და პირდაპირ, მის საუკეთესო მეგობართან - ჯეიმს პატრიკთან გადაინაცვლა.



0
461
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
461