სხვა კომპანიამ ბავშვების ნახატები კაბებად გადააქცია (ფოტოები) 2019, 28 ნოემბერი, 12:05
კანფეტები, ცისარტყელები, ყვავილები და მაგიური ქმნილებები - ბავშვებს თავში უამრავი საოცარი იდეა მოსდით! კომპანიამ Picture This Clothing გადაწყვიტა, რომ ეს იდეები მარტო მათ თავში არ უნდა დარჩენილიყო, ბავშვებს საშუალება მისცა, დიზაინერები გამხდარიყვნენ და საკუთარი თავისთვის ტანისამოსი თავად შეექმნათ. სტატიაში ნახავთ, როგორი ბედნიერები არიან ისინი თავიანთი ნახელავით!
მოდით, ერთად დავათვალიეროთ ამ პატარა დიზაინერების კოლექცია!
1. "ჩემმა გოგონამ თავისნაირი ფერადი კაბა შექმნა და ძალიან მომწონს!"2. რომანტიკული კაბა საოცარი ქალბატონისთვის!3. ასეთ ფერად კაბასთან ერთად ცუდი დღე ნამდვილად ვერ გექნებათ!4. თანამედროვე პრინცესები თავად ქმნიან სამეფო სამოსს!5. "თუ ჰელოუნიდან ტკბილეული კიდევ შემოგრჩათ... გააკეთეთ საკუთარი კაბის დიზაინი!"6. რთულია, ასეთი კაბა არ შეამჩნიოთ!7. მეგობრები - ცხოვრებაში, მეგობრები - ტანსაცმელშიც!8. სკარლეტი 7 წლის გახდა და დაბადების დღეზე თავისივე შექმნილი კაბა ჩაიცვა.9. თქვენ წინაშეა მიწისთხილის კარაქისა და ჟელეს ფერია!10. მათ თავიანთ წარმოსახვით სამყაროს სიცოცხლე შესძინეს!11. ქალთევზა არიელის ახალგაზრდა ვერსია12. ეს გოგონა შობა-ახალი წლისთვის უკვე მზად არის!13. აქედანვე ეტყობა, რომ ცნობილი დიზაინერი გახდება. გვეთანხმებით?14. ზოგჯერ ყვავილებით და ცისარტყელებითაც იღლები და რაღაც ახლის შექმნა გინდება.15. ასეთი ფერადი მაისურის შექმნაც შეიძლება.16. "ჩვენმა უმცროსმა გოგონამ პირველად შექმნა საკუთარი ხელით კაბა და ისეთი აღფრთოვანებულია, რომ მეტი არ შეიძლება".17. გაზაფხული რომ ადამიანი ყოფილიყო, ალბათ, ამ გოგონასავით საოცარი იქნებოდა.18. იდეალური კაბა პატარა მეოცნებესთვის19. "როგორი სწრაფი და საყვარელი პროცესი იყო კაბების დახატვა! ჩემს გოგონებს ძალიან მოსწონთ საკუთარი შემოქმედება და მას ყველას აჩვენებენ".20. პატარა დიზაინერმა მამასთან ერთად ასეთი ნამუშევარი შექმნა, კლასიკური წიგნის შთაგონებით.21. პატარა მხატვარ-დიზაინერები22. ზაფხულის არდადეგების დასამახსოვრებლად საუკეთესო გზა მისი კაბაზე გადატანაა, არა?23. ბრჭყვიალები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან.გენდომებოდებათ, თქვენს შვილს მსგავსი კაბა ჰქონოდა? რომელი დიზაინი მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ♥ასევე დაგაინტერესებთ:1. 15 ფოტო წარსულიდან ისტორიის ბნელი მხარის შესახებ 2. 5 შვილის დედამ საკუთარი სხეულის სურათი გაასაჯაროვა - საზოგადოების რეაქცია განსხვავებულია 3. როცა მშობლებმა არ იციან, იცინონ თუ იტირონ - სახალისო ფოტოკრებული 154 3-ს მოსწონს
|