x
image
ტორნადო07
საკურორტო რომანი: პლიუსები და მინუსები
imageალბათ არ საჭიროებს ახსნას ის თუ რა არის "საკურორტო რომანი". სიტყვათშეთანხმება თვითონ ხსნის თავის არსს. შვებულებების, თავგადასავლების მაძიებლებისა და რომანტიკოსების სეზონი. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის, საკურორტო რომანსაც აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.

მაშ ასე...


1) საკურორტო რომანი ისევე, როგორც თვით შვებულება მცირეხნიანია. გამომდინარე აქედან ამ დროის დევიზის "სწორედ აქ და სწორედ ამ დროს". რა არის შვებულება? 2 კვირა ან მაქსიმუმ 3, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი უნდა მოვასწროთ. სხვა დროს და სხვა ადგილას იგივე ადამიანთან შეხვედრიდან პირველ კოცნამდე შეიძლება გავიდეს თვეები, მაგრამ არა კურორტზე. აქ ყველაფერი ექსტრიმისკენ გიბიძგებს. მამაკაცებს შეუძლიათ მალევე გაარკვიონ ურთიერთობა ქალთან და გადაწყვიტონ სხვა მოძებნონ თუ გააგრძელონს სექსის პლანში უპერსპექტივო ურთიერთობა. იყავით ფრთხილად, ხომ შეიძლება თქვენს რჩეულს ქმარი ან ბოიფრენდი ახლდეს... ასეთი სიტუაცია შეიძლება ტრავმებით დასრულდეს.


2) საკურორტო რომანი ეს თეატრია სადაც თქვენ მცირე ხნით შეიძლება ნებისმიერი ნიღაბი გაიკეთოთ და მოირგოთ ნებისმიერი როლი. მთავარია ზედმეტად არ ითამაშოთ. საწოლში ყველა თანაბარია, მთავარია სიამოვნება.



3) დამტკიცებულია, რომ ზღვაზე ადამიანები უფრო ხშირად კავდებიან სექსით, ეს იმიტომ რომ გარემო განგაწყობთ ამაზე. არ არის აუცილებელი მაღვიძარას ხმაზე ადგეთ, ფეხზე მდგომმა დალიოთ ყავა და შეიკრათ ჰალსტუხი. მზე, ზღვა, პლაჟები, ფეშენებელური სასტუმროები... აქ ნებისმიერი ადამიანი დაივიწყებს ყოველდღიურ რუტინას და თავგადასავლებში გადაეშვება. რაც შეეხება ქალებს, მოვლენებით დატვირთული შვებულება მილიონჯერ ჯობია სპა-სალონში ვიზიტს.


4)სიფრთხილეს თავი არ სტკივა... ვენერიული დაავადებები და არასასურველი ორსულობა ჯერ არავის გაუუქმებია. ერთი სიტყვით, როგორიც არ უნდა იყოს სექსი, ის უნდა იყოს დაცული.


კურორტის მთავარ ნეგატივს აფერისტები და ალფონსები წარმოადგენენ. ასე, რომ ფული, დოკუმენტები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები საგულდაგულოდ შეინახეთ დაცულ ადგილას. საუბრისას ძალიან მიმნდობი ნუ იქნებით, შესაძლოა ვინმემ თქვენსავით ნიღაბი მოირგო.


მთავარია საკურორტო სეზონისთვის მზადება თებერვალში დაიწყეთ და ზაფხულს ფორმაში შეხვდით.

0
76
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0