x
image
კატაპულტი
ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 6)

შეცდომები ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლადაა, ზოგიერთი მწუხარებას იწვევს, ზოგიც ძალიან სახალისოა. ამგვარი შეცდომები ნებისმიერ სიტუაციასა და სფეროში შეიძლება მოხდეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე სახალისო შეცდომას არქიტექტურის წიაღში.

imageამ პარკინგის იდეის ავტორს, ალბათ, სულაც არ ჰქონდა განზრახული, რომ ამ ფორმის ავტოსადგომი გაეკეთებინა.ფაქტია, რომ ზემოდან დანახული ეს ადგილი არცთუ ისე მიმზიდველია.

imageესეც კიდევ ერთი “შედევრი" უხამსი შესასვლელით. საინტერესოა, ამის ავტორიც არ დაკვირვებია პროექტს, თუ განზრახ შექმნა ასე?!

imageაი, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი “გონიერია", მარტივად მოაგვარა საყრდენის პრობლემა, უბრალოდ კარი გააუქმა.

imageროგორც ჩანს, ეს საპირფარეშო ოფიციალური შეხვედრებისთვისაა მოწყობილი. ამ ტუალეტის მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ, დრო ძალიან ძვირფასია და არც ერთ წამს არ კარგავენ, ან სულაც ოჯახური სველი წერტილია, სადაც სკოლის მოსწავლე ბავშვი, მეცადინეობის თავიდან ასარიდებლად, გამუდმებით საპირფარეშოში გასვლას იმიზეზებდა, მშობლებმა კი გამოსავალი მოძებნეს და ახლა აქაც ამეცადინებენ.

imageძნელია, დანიშნულება მოუძებნო აივნის ამ ფანჯარას, როდესაც მის ორივე მხარეს სიცარიელეა.

image“უმაქნისი" კარი.

imageროცა საშუალება არ გაქვს, რომ საპირფარეშო შესაბამისად მოაწყო, უბრალო მუყაოს ქაღალდიც გამოდგება. სხვათა შორის, ამ “შედევრის" ავტორი შუა კედლის სიმაღლის მომატებასაც გეგმავს, როდესაც კიდევ ერთ მუყაოს ნაჭერს იშოვის.

imageროგორც ჩანს, ბინის პატრონმა საცხოვრებელი ოთახი მანქანის სადგომად გადააკეთა. კარგი მოფიქრებაა, მაგრამ, დამეთანხმებით ალბათ, ყოველდღიურად “ბეწვის ხიდზე" გავლა, არც ისე სასიამოვნოა.

image

ნამდვილად სახალისო “შედევრია", ოღონდ ვინც მას მოიხმარს, მისთვის არა.

დღეისათვის სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება, მანამდე კი იხილეთ სხვა მსგავსი სტატიები:

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო)

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2)

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 4)

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 5)

1
487
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
487
  
2019, 28 ნოემბერი, 2:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1