სხვა " ეს ”MEMENTO MORI”-ა" ტერენტი გრანელის და გალაკტიონის მეგობრობა 2019, 26 ნოემბერი, 14:33 ტერენტი გრანელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. იმ დღეს, როდესაც ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსი Memento Mori დაწერა ძალიან გახარებული სახლიდან გამოვარდა დაღმართზე დაეშვა თითქოს მიფრინავდა სიხარულით, ერთი ძალიან კარგი ლექსის დაწერის გამო ... ოპერის თეატრთან შემთხვევით გალაკტიონი შეეჩეხა. გახარებულმა ტერენტიმ გამარჯობისთანავე მიახალა გალაკტიონ, გალაკტიონ იცი რა მაგარი ლექსი დავწერეო? – გალაკტიონმა ხო ძამიკოო? მომიყევი აბაო და გრანელმა ერთ ამოსუნთქვაში მოუყვა მისი ახალი ლექსი. გალაკტიონი დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება კიდევ მომიყევი აბა ძამიკოო. ტერენტიმ უსიტყვოდ გაუმეორა Memento Mori და დიდი ინტერესით ელოდა რას ეტყოდა მისი მეგობარი. – ამ უკანასკნელმა კი ისევ იგივე პასუხი გასცა – მიდი ერთხელ კიდევ მომიყევი ძამიკოო. ტერენტის ცოტა არ იყოს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და ოდნავნერვშეტოკილმა კიდევ აუსრულა სურვილი და მოუყვა ახალი ლექსი გალაკტიონს. გალაკტიონისგან რაიმე შეფასებისმაგვარის ან ქების მომლოდინე ტერენტიმ კი ასეთი პასუხი მიიღო: გრანელს ეს არ ესიამოვნა, გაუკვირდა და გაცოფდა გალაკტიონზე ეს რა გამიკეთაო. მეორე დილით როცა დაღმართზე დაეშვა გალაკტიონზე განაწყენებული პოეტი, ნატრობდა ნეტა სადმე შემხვდეს გალაკტიონი პირში მივახალო ყველაფერიო. – მართლაც ოპერასთან ისევ შეხვდა გალაკტიონს, გაგიჟებული მივარდა მაგრამ გალაკტიონმა არ დააცადა მეგობარს და ოდნავ ბოხი ხმით მიმართა მას: ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, იმ დღეს საქართველოს ორი უძლიერესი პოეტი ერთ–ერთ დუქანში სიყვარულისა და ძმობის სადღეგრძელოს სვამდა... 316 1-ს მოსწონს
|