რელიგია რუსეთში პედოფილიის ბრალდებით მღვდელი დააკავეს 2019, 26 ნოემბერი, 11:54 რუსეთში სოფელ ამურზეტის წმინდა ილიას სახელობის ეკლესიის მოძღვარი სპრიდონი დააკავეს პედოფილიის ბრალდებით.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბოლიბოჯანის ეპარქიის პრეს-სამსახური. მამაო სპირიდონი-ერისკაცობაში იური აბრამოვი 24 ნოემბერს საღამოს დააკავეს სამართალდამცავებმა, როგორც პრეს-სამსახური იუწყება, მისი დანაშაული მტკიცებულებით არის გამყარებული.25 ნოემბერს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ეპარქიის განცხადებით, ღვთისმსახურს გამოძიების დასრულებამდე ეკრძალება ნებისმიერი რელიგიური რიტუალის შესრულება და განკვეთილია ეკლესიიდან. 2019 წლის აპრილში 4, 5 წელი პატიმრობა მიესაჯა სოფელ ლიპინ ბორის(ვოლოგდის ოლქი) სამების სახელობის ტაძრის მოძღვარს . როგორც ცნობილი გახდა 47 წლის მღვდელმა შეაცდინა თავისი შვილის თანაკლასელი , 12 წლის გოგონა. 112 4-ს მოსწონს
|