x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ოპოზიციაში ხუთას ადგილზე გადამხტარი ხალხია... ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ“ - გივი სიხარულიძე
image


"ოპოზიციაში ხუთას ადგილზე გადამხტარი, გახრწნილი, გათახსირებული ხალხია, რომლებისაც არავის არ სჯერა. ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ მაგათი ხალხს არ სჯერა და მე პირადად არც მთავრობის მჯერა და არც ოპოზიციის", - ასე აფასებს გაზეთ "რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას.


სიხარულიძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაში ნაკლებად ერკვევა, თუმცა მან ოპოზიციის საპროტესტო რესურსი შეაფასა და თქვა, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.

"მე არჩევნების ამბებში ვერ ვერკვევი და რადგან ვერ ვერკვევი, პასუხიც არა მაქვს, არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღება. ოპოზიციაში რომ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჭავჭავაძე, ჭანტურია რომ იყოს, მაშინ ოპოზიციას ძალა ექნებოდა.


"ოპოზიციაში ხუთას ადგილზე გადამხტარი გახრწნილი გათახსირებული ხალხია, რომლებისაც არავის არ სჯერა. ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ მაგათი ხალხს არ სჯერა და მე პირადად არც მთავრობის მჯერა და არც ოპოზიციის.

"ოპოზიცია მიზანს ვერ მიაღწევს იმიტომ, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ყველანაირად სახელი გაიფუჭეს დაწყებული გუბაზ სანიკიძიდან, დამთავრებული ყველა დანარჩენით", - აცხადებს სიხარულიძე.

0
368
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0