ქალი და მამაკაცი ის, თუ როგორ კოცნით პარტნიორს, ბევრ რამეს ამბობს თქვენს ურთიერთობაზე 2019, 18 დეკემბერი, 13:35 კოცნა მარტო ლამაზი და სასიამოვნო ჟესტი კი არ არის, ის მთავარ როლს ასრულებს პარტნიორთან რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნებაში. კოცნის ბევრი ტიპი არსებობს და ყოველი მათგანი სხვადასხვა რამესთან ასოცირდება. ნაზი კოცნა ამბობს: "შენთან თავს კომფორტულად ვგრძნობ", ადამიანი-ობობას კოცნა კი პიროვნების სპონტანურობაზე მიუთითებს. ის, თუ როგორ კოცნით პარტნიორს, კიდევ ბევრ რამეს ამბობს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. მეტის გასაგებად განაგრძეთ სტატიის კითხვა.
ნაზი კოცნაეს არის კოცნის ტიპი, როცა პარტნიორების ტუჩები ნაზად ეხება ერთმანეთს. ეს კოცნა ამბობს, რომ ერთმანეთთან ახლოს და კომფორტულად ხართ. თუ კოცნის ეს ტიპი გახასიათებთ, ცოტათი პარტნიორის წვალება გსიამოვნებთ, რათა მეტი ფიზიკური სიახლოვისთვის ნაბიჯი მან გადადგას.ლოყაზე კოცნალოყაზე კოცნა ნიშნავს, რომ ურთიერთობაში კარგ, საინტერესო ადგილზე ხართ. ეს ჟესტი აჩვენებს, რომ გსიამოვნებთ და ტკბებით ერთმანეთის კომპანიით. ასევე, ის შეიძლება მიანიშნებდეს, რომ თქვენს რომანტიკულ ურთიერთობას მყარი მეგობრული ფესვები უდევს საფუძვლად.ადამიანი-ობობას კოცნაფილმ Spider-Man-ის კოცნის სცენა, სადაც პიტერი ზევით არის დაკიდებული და მერის ამ პოზაში ჰკოცნის, ყველასთვის ცნობილია.მართალია, ასეთი კოცნა არაკომფორტული და მოუხერხებელია, თუმცა, ურთიერთობაში ეს ნიშნავს, რომ სპონტანური ხართ, იმპროვიზაცია მოგწონთ და ეძებთ ახალ გზებს თქვენი რომანტიკული ურთიერთობის გასამრავალფეროვნებლად. ანგელოზის კოცნათუ შეამჩნევთ, რომ თვალთან ნაზად კოცნით პარტნიორს, რომელსაც თვალები დახუჭული აქვს, ეს "ანგელოზის კოცნაა". ეს ჟესტი სითბოს, სიყვარულს გამოხატავს და თქვენს პარტნიორს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას ანიჭებს.უცაბედი კოცნა - "ჩანისკარტება"ეს ზედაპირული და უცაბედი ტუჩების შეხებაა. მართალია, კოცნის ეს ტიპი მარტივი, უბრალო და ნაკლებად რომანტიკულია, მაგრამ შეგიძლიათ პარტნიორისთვის "გამარჯობას" და "ნახვამდის" სათქმელად გამოიყენოთ. თუ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ხართ, უცაბედი კოცნა კარგი გზაა თქვენს შორის ქიმიის არსებობის შესამოწმებლად. თუმცა, თუ ყოველდღიურად ასეთ კოცნას სჯერდებით, ეს კარგი არ არის.დახურული პირით კოცნაეს კოცნის ტიპი ზევით განხილულ უცაბედ კოცნას ჰგავს, მაგრამ უფრო დიდ ხანს გრძელდება. თუ თქვენს ურთიერთობას დახურული პირით კოცნა ახასიათებს, ეს პრობლემებზე და სირთულეებზე მიანიშნებს. სავარაუდოა, რომ პარტნიორთან თავს კომფორტულად არ გრძნობთ და ემოციურ ბარიერს აწესებთ. თუ საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული არ ხართ, ამის შესახებ უნდა ილაპარაკოთ და ურთიერთობის გაუმჯობესება სცადოთ.ფრანგული კოცნადა ბოლოს, თქვენ წინაშეა ყველანაირი კოცნის უფროსი - ფრანგული კოცნა! ის გამოხატავს გიჟურ გრძნობებს, სურვილს და რომანტიკას. თუ ფრანგული კოცნა თქვენი დამახასიათებელი ნიშანია, უდავოდ თამამი და ვნებიანი შეყვარებული ხართ. კოცნის ეს ტიპი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენს ურთიერთობაში დიდი ფიზიკური მიმზიდველობა არსებობს, რამაც შეიძლება უფრო ღრმა გრძნობებისკენ გიბიძგოთ. ალენა თსარკოვას ილუსტრაციებიp.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ 2. 10 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ 3. ეს 10 რამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს 974 1-ს მოსწონს
|