x
image
_K_
ეს 10 რამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს
როგორი ადამიანები მიიჩნევიან ყველაზე მიმზიდველებად? ცისფერთვალა ქერა ქალები და მუქთმიანი წვერიანი მამაკაცები? შეიძლება. თუმცა, კიდევ უამრავი კრიტერიუმი არსებობს, რაც ასე აშკარა არაა. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები რეგულარულად ატარებენ კვლევებს იმის გასარკვევად, თუ რა მოსწონთ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთში. სტატიაში სწორედ ამ კვლევების შედეგებს გაგაცნობთ.






1. სახის მიმიკა

2011 წელს მეცნიერებმა სცადეს დაედგინათ, რომელი სახის მიმიკა იზიდავდათ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთში. კვლევაში 1000 ადამიანზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. ყველას აჩვენებდნენ სურათებს, სადაც განსხვავებული ემოციების მქონე ადამიანები იყვნენ გამოსახულნი.


მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კაცებს იზიდავთ ბედნიერი ქალები - ისინი, ვინც ხშირად იღიმიან და თვალები უბრწყინავთ. ქალებს კი პირიქით, ამაყი სახის მამაკაცები მოსწონთ.

image








2. აქტიური სხეულის ენა


2016 წელს მეცნიერები დააკვირდნენ წყვილებს პაემნებზე და დაასკვნეს, რომ ქალიც და მამაკაციც უპირატესობას აქტიური სხეულის ენის მქონე პარტნიორს ანიჭებს.

იგივე ეხება ფოტოებსაც. მოქმედებაში დაფიქსირებული კადრი უფრო იზიდავს ადამიანებს, ვიდრე ერთ პოზაში მყოფი.









3. სუნი

სხეულის ან სუნამოს სუნს შეუძლია დადებითი ან, მეორე მხრივ, კატასტროფული შთაბეჭდილება მოახდინოს ადამიანზე. და იმის მიუხედავად, რომ ნივრის სუნი რომანტიკულ გარემოს ანადგურებს, ეს საჭმელი მაინც შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს მამაკაცებისთვის.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალებს იზიდავთ იმ მამაკაცების სუნი, რომლებსაც ნიორი აქვთ ნაჭამი. თუმცა, პირიქითაც იგივე არ ხდება. მამაკაცებს ტკბილეულის სუნის მქონე ქალები მოსწონთ. ასე რომ, გოგონებო, თუ გინდათ, რომ მამაკაცზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, ტკბილი სუნის მქონე სუნამო შეიძინეთ.

image








4. მსგავსება მშობლებთან

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს ხშირად იზიდავთ მამაკაცები, რომლებსაც მათი მამის მსგავსი თვალის ფერი აქვთ. იგივე ხდება კაცების შემთხვევაშიც: ისინი უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, რომლებიც მათ დედებს ჰგვანან.


რა თქმა უნდა, ყოველთვის ამ წესის შესაბამისად არ ხდება. თუმცა, ადამიანებს, რომლებიც პარტნიორის მშობლებს ჰგვანან რაღაცით, წარმატებული ურთიერთობის მეტი შანსი აქვთ.

image








5. თმა

მამაკაცებს უმეტესად გრძელთმიანი ქალები მოსწონთ. მეცნიერების აზრით, ეს ევოლუციის გამოა. რადგან თუ ქალს გრძელი თმა აქვს, ესე იგი ის სწრაფად ეზრდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საკმარისად ჯანმრთელია ბავშვების აღსაზრდელად.


თუმცა, ქალები ამდენ ყურადღებას არ აქცევენ კაცის თმას. უმეტეს შემთხვევაში, ეს გემოვნების საკითხია: ზოგს გრძელთმიანი კაცი მოსწონს, ზოგს კი - მოკლეთმიანი, თან, შეიძლება, გემოვნება ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შეეცვალოთ.








6. შინაური ცხოველები

ერთ-ერთ ექსპერიმენტში, ისრაელელმა მეცნიერებმა მამაკაცებს სთხოვებს, საკუთარი თავზე დაეწერათ. ზოგიერთ მათგანს ძაღლი ჰყავდა, ზოგიერთს - არა. და როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები, რომელთა აღწერილობაში შინაური ცხოველიც იყო დართული, ქალებისთვის მეტად სასურველები აღმოჩნდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, ამის მიზეზი ისაა, რომ კაცები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, უფრო სერიოზულები ჩანან და მზად არიან გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის.


თუმცა, საპირისპირო შემთხვევაში, მამაკაცების უმრავლესობისათვის კი მნიშვნელობა არ აქვს, ქალს შინაური ცხოველი ჰყავს თუ არა.

image








7. მუსიკა

2014 წელს მეცნიერებმა 1500 ქალს სთხოვეს, მოესმინათ მარტივი და რთული მუსიკისთვის. მუსიკაში სირთულის დონე გამოყენებული აკორდების მიხედვით განისაზღვრებოდა. ამის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა ეთქვათ, რომელი მუსიკა უფრო მიმზიდველი იყო მათთვის. ქალების უმეტესობამ რთული მუსიკა აირჩია. უფრო მეტიც, მათ ისიც თქვეს, რომ ასეთი მუსიკის შემსრულებელ მამაკაცს მიანიჭებდნენ უპირატესობას.


ასეთი ექსპერიმენტი მამაკაცებისთვის არ ჩატარებულა, ამიტომ რთულია იმის თქმა, არსებობს თუ არა რამე კავშირი მუსიკასა და ქალის მიმზიდველობას შორის საპირისპირო სქესისთვის.








8. დაახლოებით თანაბარი მიმზიდველობა

ხშირად ხედავთ წყვილებს, რომელთაგან ერთი ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე მეორე? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ასეთი შემთხვევები სულაც არ ხდება ხშირად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალიც და მამაკაციც მიდრეკილია, აირჩიოს პარტნიორი, რომელიც დაახლოებით უტოლდება მისი მიმზიდველობის დონეს.


ამიტომ, ისინი, ვინც უფრო მიმზიდველები არიან, დიდ დროს კარგავენ ასეთივე მიმზიდველი პარტნიორის ძებნაში და ამას ქვეცნობიერად აკეთებენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს.

image








9. ალტრუიზმი

კიდევ ერთი რამ, რაც ქალსა და მამაკაცს საპირისპირო სქესში იზიდავს ალტრუისტული ქცევაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გენეტიკური თვისებაა: ალტრუისტული ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ პარტნიორი მზრუნველი ადამიანია და დიდია იმის ალბათობა, რომ ამ თვისებას მომდევნო თაობასაც გადასცემს გენებით.








10. ფეხსაცმლის ზომა

მამაკაცებს უფრო მეტად პატარა ფეხის ზომის მქონე ქალები მოსწონთ, ქალებისთვის კი კაცის ფეხის ზომას ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის ქალის მიზანი.


ევოლუციის გამო, ადამიანები ცდილობენ, იპოვონ კარგი გენების მქონე პარტნიორები. ამიტომ, რა თქმა უნდა, მაღალი მამაკაცები მეტი სიმპათიით სარგებლობენ, თუმცა, თუ ქალის მიზანი გრძელვადიანი ურთიერთობებაა, მაშინ მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ კაცი ზრუნავდეს პარტნიორზე და კომფორტულად აგრძნობინებდეს თავს. ქალების თქმით კი, საშუალო სიმაღლის და შედარებით პატარა ფეხის ზომის მქონე კაცები საუკეთესოდ ირგებენ ამ როლს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

image


2. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

image


3. რა სურთ ქალებს სინამდვილეში?

image


2
3976
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3976
  
2018, 9 ოქტომბერი, 23:52
მადლობაა❤❤❤
2018, 9 ოქტომბერი, 21:05
ძალიან საინტერესო იყო
0 1 2