სხვა ცნობილები, რომლებიც ფულს იახტებსა და ბრილიანტებზე კი არა, მსოფლიოს გადარჩენაზე ხარჯავენ - მათ უნდა იცნობდეთ! 2019, 29 ნოემბერი, 13:18 სტატისტიკის მიხედვით, მარტო აშშ-ში 2017 წელს 410 მილიონი დოლარი დაიხარჯა ქველმოქმედებაზე. მსოფლიო მასშტაბით, დონორების 41% რიცხავს ფულს ბუნებრივი კატასტროფების ფონდებში და 31% - საკუთარი ქვეყნის გარეთ. დანარჩენი ფული იხარჯება განათლებაზე, ცხოველებზე, ადამიანურ სერვისებზე და ა.შ.
სელებრითები ამ საქმეში დიდ როლს ასრულებენ. ისინი ნაშოვნი ფულის დიდ ნაწილს ახმარენ ქველმოქმედებას და ფანებსაც აძლევენ მაგალითს, მიბაძონ. სტატიაში წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებსაც სურთ, სამყარო უკეთესი ადგილი გახადონ. გადავწყვიტეთ, დღეს ისინი თქვენთვის გაგვეცნო. 1. კიანუ რივზი2003 წელს კიანუ რივზიმ განაცხადა, რომ უკვე მომდევნო რამდენიმე საუკუნისთვის სამყოფი ფული ჰქონდა. "მატრიცას" ვარსკვლავი გულუხვობითაა ცნობილი. მან მილიონები მისცა ფილმის გადაღების ჯგუფის წევრებს და სპეც-ეფექტების გუნდს თავიანთი თავდადებული შრომისთვის.კინოს სამყაროს გარდა, კიანუს კერძო ფონდი აქვს, რომელიც მილიონობით დოლარს უგზავნის კიბოსთან ბრძოლის ცენტრებს და ბავშვთა საავადმყოფოებს. კიბო კიანუსთვის პირად საკითხებთან ასოცირდება, მის დას - კიმ რივზის 1991 წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ის ასევე აფინანსებს ხერხემლის დაზიანების სამკურნალო ცენტრებს. 2. ლეონარდო დიკაპრიოლეონარდო დიკაპრიოს ფონდი 1998 წელს დაარსდა და უკვე 80 მილიონ დოლარზე მეტი გასცა 20-ზე მეტ გარემოს დაცვის პროექტზე.დიკაპრიო მუშაობს მსოფლიო პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Oceana, Wild Foundation და World Wildfire Fund. მსახიობმა, პროდიუსერმა და აქტივისტმა რამდენჯერმე სახალხოდ ისაუბრო კლიმატის ცვლილების პრობლემაზე. ის ასევე ინვესტიციებს დებს ვეგანურ კომპანიებში. 3 & 4. ამალ და ჯორჯ კლუნებიწყვილმა ერთად დააარსა "კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის". ფონდის შიგნით მათ ორი მთავარი პროგრამა აქვთ, რომლებიც კორუფციის აღმოფხვრასა და ადამიანების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. მათი მიზანია, ადამიანის ძირითადი უფლებები მთელ მსოფლიოში იყოს დაცული.ფონდი აფინანსებს ლტოლვილებს და ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოებაში ინტეგრაცია უჭირთ. წყვილი ასევე ეხმარება ბავშვებს, რომლებიც მშობლებთან დააშორეს. 5. ჯონ კენაპროფესიონალი ათლეტი ცნობილია ფონდ Make-A-Wish-თან მუშაობით. ის ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ოცნება აუსრულა ბავშვებს.2012 წელს მან 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა მკერდის კიბოსთან ბრძოლის ცენტრს. მან ახლახან გადაურიცხა 2 მილიონი დოლარი FlipOps საქველმოქმედო ფონდს. ასევე, მისმა ფანებმაც შეაგროვეს 1 მილიონი დოლარი. ეს ფონდი ძირითადად სამხედრო ვეტერანებს ეხმარება. 6. ჯ. კ. როულინგი2001 წელს როულინგმა დაწერა წიგნი "ჯადოსნური ცხოველები" და "სად ვიპოვოთ ისინი", რათა ფული შეეგროვებინა საქველმოქმედოდ Comic Relief-თვის. ამის შემდეგ კი ფული სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხა.როულინგმა დააარსა ორგანიზაცია "ლუმოსი". ამ არაკომერციული ფონდის მიზანია, დაეხმაროს ობოლთა თავშესაფრების ბავშვებს მთელ მსოფლიოში, რათა დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს ან მოხვდნენ ახალ, კარგ ოჯახებში. მწერალმა ასევე შექმნა ფონდი The Volant Charitable Trust, რომელიც რისკის ქვეშ მყოფ ქალებს, ბავშვებს და ახალგაზრდებს ეხმარება. 7. ემა უოთსონიემა უოთსონი აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ და ფემინისტურ კამპანიებში. ის მუშაობს ორგანიზაციებთან, როგორებიცაა იუნისეფი, CAMFED, გაერო, HeForShe, Our Shared Shelf, და სხვა.მსახიობი ასევე ეხმარება ქალებს, რომლებიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ. მან 1 მილიონი დოლარი გადარიცხა დიდი ბრიტანეთის სამართლიანობისა და თანასწორობის ფონდში. ემამ და კიდევ 200-მა ბრიტანელმა და ირლანდიელმა ცნობილმა ადამიანმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელიც სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. 8. ჯეკი ჩანიჯეკი ჩანი მუშაობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა იუნისეფი და Operation Smile. ორივე ორგანიზაცია ბავშვებს ეხმარება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, მსახიობმა 1998 წელს დააარსა "ჯეკი ჩანის საქველმოქმედო ფონდი" და 2004 წელს - "დრაკონის გულის ფონდი"."ჯეკი ჩანის საქველმოქმედო ფონდი" გრანტებს გასცემს და ჰონგ-კონგში ახალგაზრდებს ეხმარება. ასევე, ფონდი დახმარებას უწევს ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულ ადამიანებს. "დრაკონის გულის ფონდი" ჩინეთის მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოხუცებს ეხმარება. ფონდმა დააარსა სკოლები და აღჭურვა ისინი ყველა საჭირო ინვენტარით, რათა ნორმალურად იფუნქციონირონ. ჯეკი ჩანის ეს ფონდი ღარიბებს ეხმარება, მიიღონ განათლება და ასევე ტანსაცმელს, ბორბლებიან სავარძლებსა და სხვა საჭირო ნივთებს გადასცემს მოხუცებს. 9. კრისტი ტარლინგტონიმოდელმა დაიწყო პროექტი "ყველა დედა მნიშვნელოვანია" იმ გამოცდილების შემდეგ, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. როცა 2003 წელს კრისტი დედა გახდა, მის მშობიარობას გართულებები მოჰყვა და მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ძვირადღირებულ სამედიცინო დახმარებაზე მიუწვდებოდა ხელი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამან მოდელის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.პროექტი "ყველა დედა მნიშვნელოვანია" 2010 წელს დაიწყო. დღესდღეობით კრისტი თავის გუნდთან ერთად ცდილობს, ორსულობა და მშობიარობა ყველა ქალისთვის უსაფრთხო გახადოს მთელ მსოფლიოში. ისინი საზოგადოებაში ცნობიერების დონეს ზრდიან და მოსახლეობას ესაუბრებიან ამ საკითხზე. 10. რინგო სტარიცნობილმა ყოფილმა "ბითლზის" წევრმა დააარსა ორგანიზაცია "ლოტუსის ფონდი". ფონდი აფინანსებს საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქველმოქმედო პროექტებს. ფონდი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, ქერქის დამბლა, ტვინის სიმსივნე, კიბო, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები, უსახკლაროები და ცხოველები.11. მეთ დეიმონიმეთ დეიმონმა 2006 წელს დააარსა H2O Africa. ფონდის მიზანი იყო ცნობიერების გაზრდა აფრიკაში სუფთა წყლის ქონის პრობლემასთან დაკავშირებით. 2009 წელს H2O Africa შეუერთდა WaterPartners-ს და შეიქმნა ვებ-საიტი Water.org.Water.org მუშაობს საკითხზე, რომ მთელ მსოფლიოს მიუწვდებოდეს ხელი სუფთა წყალზე მისაღებ ფასად. 2013 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო პროტესტში, რის მიხედვითაც 2.5 მილიონ ადამიანს მსოფლიოში ისევ არ შეეძლო სუფთა წყლის დალევა. მეთ დეიმონი ასევე მუშაობს ONE-თან. ეს არის მოძრაობა, რომლის მიზანია, დაამარცხოს დაავადებები განვითარებად ქვეყნებში. 12. ანტონიო ბანდერასიანტონიო ბანდერასი აქტიურად იბრძვის ღარიბი ხალხის უფლებების დასაცავად. 2010 წელს მან დააარსა Fundacíon Lágrimas y Favores. ფონდის მიზანია მალაგას უნივერსიტეტის გრანტების მიცემა ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ფულის გადახდის საშუალება არ აქვთ.ბანდერასის ფონდი თანამშრომლობს Cudeca-სთან. ერთად ისინი კიბოს მქონე პაციენტებზეც ზრუნავენ. 13. ანჯელინა ჯოლიანჯელინა ჯოლიმ ჰუმანიტარიული აქტივიზმის აუცილებლობის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა ფილმ Tomb Raider-ს იღებდნენ კამბოჯაში. სახლში დაბრუნების შემდეგ ის გაეროს (UNHCR) დაუკავშირდა და ერთ-ერთ დეპარტამენტს შეუერთდა. 2001 წლიდან ანჯელინამ მსოფლიოს გარშემო არაერთ მისიაში მიიღო მონაწილეობა, შეხვდა და დაეხმარა ლტოლვილებს 20-ზე მეტ ქვეყანაში.2003 წელს მან შექმნა ფონდი, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც Maddox Jolie-Pitt Foundation. მსახიობის მიზანი იყო, დახმარებოდა ადგილობრივ სოფლებს, დაეცვა გარეული ბუნება და ტყეები. 2006 წელს მან დაიწყო მუშაობა აგრიკულტურის, განათლების, გენდერული თანასწორობის და ჯანმრთელობის საკითხებზე კამბოჯაში. 2012 წელს ანჯელინა გახდა გაეროს განსაკუთრებული წოდების ელჩი. ამ ცნობილი ადამიანების შრომა უნდა დავაფასოთ. გვახსოვდეს, რომ ისინი საკუთარ ფულს იყენებენ არა ძვირადღირებული იახტების შესაძენად, არამედ ცდილობენ, მსოფლიო უკეთესი გახადონ. p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ ცხოვრობენ მდიდარი და ღარიბი ადამიანები მთელ მსოფლიოში 2. ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - როგორ ექცევა ბუტანის მეფე მოქალაქეებს 3. როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული 1804 6-ს მოსწონს
|