ქალი ინდოეთში ქალს, რომელსაც 31 თითი აქვს, კუდიანს უწოდებენ 2019, 25 ნოემბერი, 16:17 63 წლის ქალი, რომელიც ფეხზე 19 თითით და ხელზე 12 თითით დაიბადა, ამბობს, რომ მას არ შეუძლია სახლიდან გასვლა, რადგან მეზობლებს მიაჩნიათ, რომ ის კუდიანი ჯადოქარია. 63 წლის ქუმარ ნაიაკი (Kumar Nayak) დაიბადა ანომალიით. პოლიდაქტილია, გენეტიკური დეფექტი, რომელიც ხელის ან ფეხის ზედმეტი თითით/თითებით გამოიხატება. მას ხელებზე 12, ფეხებზე კი 19 თითი აქვს. ადგილობრივივებიც ცნობების თანახმად, ქალს, რომელიც ოდიშის გიანჯამიდან არის, ფაქტობრივად არ შეუძლია სახლიდან გასვლა, რადგან უცნობები მაშინევე შეურაცხყოფას აყენებენ მას. იდეაში, მას მრვალი წლის წინ უნდა ემკურნალა, მაგრამ მის ოჯახს ფული არასოდეს ჰქონდა. ამის ნაცვლად, ქალბატონმა ნაიაკმა არასასიამოვნო რეპლიკებთან ერთად ცხოვრება ისწავლა და ამბობს, რომ იგი ჩვეულებრივ სახლში დარჩენას არჩევს, რომ აიცილოს შეურაცხყოფები. "ამ ანომალიით დავიბადე და არ ვმკურნალობდი, იმიტომ, რომ ღარიბი ოჯახიდან ვარ. მეზობლები ფიქრობენ, რომ კუდიანი ვარ, და არ მელაპარაკებიან. ხანდახან ამ ანომალიის სანახავად უცხო ადამიანები მოდიან, მაგრამ მე დროის ძირითად ნაწილს სახლში ვატარებ, ვინაიდან ქუჩაში ხალხი განსხვავებულად მექცევა“, - ამბობს 63 წლის ქალი. პოლიდაქტილიით მთელს მსოფლიოში დაახლოებით 1000 ახალშობილში ერთი იბადება, თუმცა როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ზედმეტი წამონაზარდი თითი 1 ან 2-ია, ქუმარ ნაიაკის შემთხვევა განსაკუთრებულია. 364 5-ს მოსწონს
|