ასტროლოგია ხვალ, სამშაბათს, 19:05 წუთზე ახალმთვარეობაა - რა გველოდება მომდევნო დღეების განმავლობაში 2019, 25 ნოემბერი, 14:22 ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში მოახლოებულ ახალმთვარეობაზე წერს. როგორ გავატაროთ ახამთვარეობის დღე და რა გველოდება 29 ნოემბრამდე, სტატიიდან შეიტყობთ. "ხვალ, სამშაბათს, 19:05 წუთზე ახალმთვარეობაა მშვილდოსნის ნიშანში! იცით, უკვე, რომ არაფერი, ახალი მინიმუმ 29 რიცხვამდე სჯობს არ დაიწყოთ...ვგულისხმობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ხელშეკრულებების დადებას და ა.შ. ამ პერიოდში სასიკეთოა დაგეგმვა, მომზადება.
ახალმთვარეობა ბევრისთვის მძიმედ გადასატანი პერიოდია, მით უფრო, კირჩხიბებისა და მთვარის გავლენის მქონე ადამიანებისთვის. ასე რომ, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და აპათიას, იყავით პოზიტიურ განწყობაზე.
თავისთავად, სიფრთხილე გზებზე, ტექნიკასთან, გადამეტებულ აგრესიულ ქმედებებთან - ვინაიდან უახლოესი დღეებში კვლავ დგას მარსი-ურანის ოპოზიცია, რომელიც თანდათანობით გადადის და მალე ეს სირთულეც მოიხსნება, რაც მთლიანობაში გამოასწორებს სიტუაციას და პოზიტიური პერიოდი დაიწყება, რასაც ხელს უწყობს იუპიტერი-ვენერას შეერთებას.
მშვიდ, სასიკეთო დღეებს გისურვებთ!"- წერს ვაწაძე.
953 1-ს მოსწონს
|