x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაჯავშნულ პიკაპზე ილონ მასკმა უკვე 146 000 შეკვეთა მიიღო
image


პრეზენტაციიდან ერთი დღის შემდეგ, Tesla -მ 146 ათასი შეკვეთა მიიღო დაჯავშნულ ელექტროპიკაპზე, რომელის სახელია- Cybertruck. ამის შესახებ Twitter- ზე დაწერა თავად კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა

იგი ირწმუნება, რომ მყიდველთა 42 პროცენტმა აირჩია მოდელი ორი ძრავით, რომლის ღირებულება 49.9 ათასი დოლარია . შეკვეთების 41 პროცენტი წილად ერგო პიკაპს სამი ძრავით, რომელიც ფასიც 69.9 ათასი დოლარი იქნება . მხოლოდ 17 პროცენტმა შეუკვეთა Cybertruck- ის ძირითადი ვერსია ერთი ძრავით, რომლის ღირებულება 39, 9 ათასი დოლარია.

image

გამოცემა Guardian -ი აღნიშნავს, რომ ელექტროპიკაპის პრეზენტაციის შემდეგ, Tesla- ს აქციების ფასი 6 პროცენტით დაეცა. შედეგად, ილონ მასკის ქონება შემცირდა 768 მილიონი დოლარით .




შეგახსენებთ 22 ნოემბერს, ლოს ანჯელესში შედგა Tesla- ს ახალი ავტომობილის პრეზენტაცია-რა დროსაც აჩვენეს Cybertruck- ის ელექტროპიკაპი დაჯავშნული კორპუსით და კუთხოვანი ფუტურისტული დიზაინით. მოსალოდნელია, რომ მანქანის სერიული გაყიდვა 2021 წლის ბოლოს დაიწყება.



0
231
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0