x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გიორგობისთვის ჰერეთში გადასვლაზე აზერბაიჯანმა შეზღუდვები აამოქმედა

image


აზერბაიჯანის საზღვართან ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰერეთში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ. მათი მტკიცებით, ქართული სანომრე ნიშნებით ავტომობილებს იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ მიმდინარე წელს ავტომობილმა საზღვარი მხოლოდ ორჯერ გადაკვეთა.


„მეგობრებო, დღეიდან აზერბაიჯანის საზღვარზე ქართული სერიის ავტომობილებს აღარ უშვებენ. მხოლოდ წელიწადში 3-ჯერ გადმოსვლის უფლებაა დატოვებული და ვინც 3-ჯერ ხართ გადმოსული ავტომობილით არ გამოგიშვებენ გიორგობას აზერბაიჯანში. ერთმანეთს გააგებინეთ. ხვალ გიორგობისთვის 5000-მდე ადამიანი ჩამოდის და ცოდვაა ხალხი, უკან გააბრუნებენ, “ - წერს კახის რაიონში მოქმედი ქართული ანსამბლის „ჰერულას“ ფეისბუქ გვერდი.


შეგახსენებთ, კახის რაიონში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი დაკეტილია და წელიწადში მხოლოდ ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულისთვის იხსნება. ამ დღეს ისტორიულ ჰერეთში განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ჩადის.

1
614
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
614
  
2019, 22 ნოემბერი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1