სხვა იტალიაში განქორწინებული მამაკაცების თავშესაფარი გაიხსნება 2019, 21 ნოემბერი, 18:08 ასეთი მამაკაცები მიაკუთვნეს კატეგორიას-ე.წ."ახალი ღარიბები". იტალიაში განქორწინები შემდეგ მამაკაცები ხშირად კოტრდებიან. სტატისტიკის თანახმად, განქორწინებების შემდეგ 60% შემთხვევაში, რომ საცხოვრებელი სახლი რჩება იმ მეუღლეს, რომელთანაც შვილები რჩებიან.ხშირ შემთხევაში ესენი არიან დედები, ხოლო მამაკაცები უმეტესად უსახლკაროდ რჩებიან, ამასთანავე ყოფილი ქმრების 94%-ს უწევს ალიმეტის გადახდა როგორც ყოფილი მეუღლესთვის, ასევე ბავშვისთვის. ეს მაშინ, როცა ყოველთვიურმა გადასახადებმა თვეში საშუალოდ, შეიძლება ათას ევროს მიაღწიოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მარტო დარჩენილი მამაკაცის ცხოვრებისთვის საჭირო თანხებიც ემატება. შესაბამისად, ზოგიერთ განქორწინებულ ქირის გადახდას საკუთარ მანქანაში ძილი ურჩევნია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იტალიაში განქორწინებაზე გადასახადი დააწესა, რაც წყვილებისთვის დამატებითი ფინანსური კრიზისის საფუძველი გახდა. ამ ყველაფრის ფონზე მოხალისეებმა ან ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა განქორწინებული მამაკაცებისთვის თავშესაფრების გახსნა გადაწყვიტეს.როგორც Eigamal-ი იუწყება, მამაკაცები მაქსიმუმ ერთ წელიწადი შეძლებენ თავშესაფარში ყოფნას. 89 2-ს მოსწონს
|