სხვა მამაკაცი,რომელსაც ქალწულებთან სექსში ფულს უხდიან 2016, 22 ივლისი, 8:30 მალავის(სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში)ზოგიერთ სამხრეთ რაიონებში არსებობს ტრადიცია, რის მიხედვითაც სქესობრივად მოწიფულ გოგონებს ქალწულობას ამ საქმისთვის სპეციალურად დაქირავებული მამაკაცი აკარგვინებენ. მამაკაცებს, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული "აფთრებს" უწოდებენ.სქესობრივი აქტს მოზარდ გოგონასა და "აფთარს" შორის ტომის უხუცესები "განწმენდას" უწოდებენ.თუმცა შედეგი შესაძლოა სავსებით საწინააღმდეგო იყოს. მსგავსი რიტუალი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. BBC-ის კორესპონდენტი ედ ბატლერი პირადად შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "აფთარს" ერიკ ანივას, რომელიც პროვინცია ნსანიეში ცხოვრობს. ბინძურ მაისურში გამოწყობილი ერიკი თავის სამოთახიანი ქოხიდან კოჭლობით გამოვიდა, გარშემო ტალახში ქათმები და თხები დარბიან, როგორც თვითონ აღნიშნა ფიზიკური ნაკლი დაბადებიდან მოსდევს. თავის სოფელში ანივა ყველაზე საპატივცემლო "აფთარია".ტრადიციის მიხედვით სოფელი მას ქირაობს სექსუალური "განწმენდისთვის"ასე მაგალითად:თუ ქალს ქმარი მოუკვდება სანამ დაკრძალავს მანამდე ანივასთან უნდა დაწვეს.თუ ქალბა აბორტი გაიკეთა "განწმენდისთვის" ისევ "აფთარს" უნდა მიაკითხოს. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ გოგონები პირველი მენსტრუაციის მოსვლის შემდეგ ვალდებულები არიან "განწმენდისთვის" სამი დღეს ზედიზედ ანივასთან დაწვნენ. რწმენის მიხედვით თუ გოგონა უარს იტყვის, მაშინ შესაძლოა მას და მის ოჯახს თავს დაატყდეს ათასგვარი უბედურება და ავადმყოფობა. "უმეტესობა ვისთანაც ვწვები სკოლის მოწაფეები არიან, ასე 12-13 წლისები, თუმცა უფრო ასაკიან გოგონებთან დაწოლა მირჩევია.ისინი ამაყობენ თავიანთი გამოცდილებით და აცხადებენ, რომ მე ნამდვილი მამაკაცი ვარ, რომელსაც შეუძლია ქალი დააკმაყოფილოს"-აცხადებს ანივა. თუმცა ბატლერი სოფელში გაესაუბრა ზოგიერთ გოგონას, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგო აზრის არიან.გოგონების განცხადებით მათთვის გულისამრევი იყო ის პროცესი, რისი გავლაც მოუწიათ. "მე უძლური ვარ და არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მშობლების ნებას წინ ვერ აღვუდგებოდი, თუ უარს ვიტყოდი შესაძლოა ჩემს ნათესავებს ავადმყოფობა შეყროდათ და მომკვდარიყვნენ კიდეც.ამის შემეშინდა"-აცხადებს ერთ-ერთი გოგონა, სახელად მარია. ანივა თავის ზუსტ ასაკს ვერ ასახელებს, თუმცა გარეგნულად 40 წელს გადაცილებულ მამაკაცის იერი აქვს.ჰყავს ორი ცოლი, რომლებმაც იციან რით შოულობს ფულს მათი ქმარი. ვერ ასახელებს ქალების ზუსტ რაოდენობას ვისთანაც იწვა.2012 წლის ინტერვიუში ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ 104 ქალთან და გოგონასთან ჰქონდა სექსი.ახლაც იგივე რაოდენობა დაასახელა, როგორც ჩანს ანგარიში აერია. ანივას ოფიციალურად 5 შვილი ჰყავს, თუმცა არ იცის დაფეხმძიმდნენ თუ არა მისგან სხვა ქალებიც. მასთან ერთად პროვინცია ნსანიენში 10 "აფთარი" მუშაობს.თითო სოფელს თითო "გამწმენდი" ჰყავს.ყოველ სექსუალურ მომსახურეობაზე მათ 4 -იდან 7 დოლარს უხდიან. 2980 8-ს მოსწონს 1-ს არა
|