საზოგადოება "რატომ მაგიჟეეეებთ არ ვტირი, არა!.. სველი ვარ" - სპეცრაზმელის პასუხი 2019, 20 ნოემბერი, 9:17 ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ავრცელებენ 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამოსული სპეცრაზმელების ფოტოებს, სადაც მათი თვალები ახლო ხედითაა გადაღებული. ფეისბუქის მომხმარებლები წერდნენ, რომ სპეცრაზმელებსაც აქვთ გულები და ამ სცენების შემხედვარე, მათ თვალზე ცრემლი მოადგათ. ფოტოებს დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა. წუხელ კი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ფოტო-სქრინი გავრცელდა, სადაც ცრემლმორეული სპეცრაზმელი თავისსავე ფოტოზე აკომენტარებს და ამბობს რომ აქციის დაშლის დროს ის კი არ ტირის, არამედ უბრალოდ სველია.1136 2-ს მოსწონს
|