x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ძველი ერი ევროპაში (თანამედროვე ერებიდან)

ძველი წ. აღრ. IV ათასწლეულში, აზიიდან ევროპაში ინდოევროპელების მიგრაცია დაიწყო და მათ ქვეყნის ეს ნაწილი, თითქმის მთლიანად დაიკავეს. დღეს, პრაქტიკულად, მთელი ევროპა ინდოევროპულ ოჯახში შემავალ ენებზე საუბრობს. ყველა, გარდა ეუსკადებისა (ბასკ. Euskadi), რომლებიც ჩვენთვის, უფრო მეტად, «ბასკების» (ესპ. Vasco) სახელით არიან ცნობილები.


image
ბასკების ასაკი, წარმომავლობა და ენა — თანამედროვე ისტორიისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ ისინი ევროპის პირველმოსახლეები იყვნენ და მათ, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. XIV – X ათასწლეულებში, ბევრად უფრო დიდი ტერიტორია ეკავათ — პირენეს ნახევარკუნძულიდან დაწყებული – ბრიტანეთის კუნძულების ჩათვლით და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ბასკებს და კავკასიელებს საერთო სამშობლო გვქონდეს.

უძველეს დროში, ესპანეთს იბერია ერქვა, იქ მცხოვრები ხალხების, — იბერების სახელის მიხედვით. იმავე პერიოდში, კავკასიაშიც იყო იბერია (ივერია), რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. სახელების მსგავსებამ (ან შეიძლება სხვა ინფორმაციასაც ფლობდა), ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ «იბერები, რომლებიც პონტო ექსინოსთან (ბერძ. Εὔξενος Πόντος) ცხოვრობდნენ, ესპანეთში მცხოვრები იბერიელებიდან იყვნენ გამოსულები» (ან იქნება აქედან არიან წასულები? რედ.). თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, დღეს, ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ევროპის ყველაზე უძველეს ერად, – ბასკები ითვლებიან.

მეცნიერების მტკიცებით, ბასკების ენა — ეუსკარა (Euskara), ინდოევროპულ ენამდე არსებული, ერთადერთი რელიქტური ენაა, დღეს არსებულ ენებს შორის და ის არცერთ ენათა ოჯახს არ ენათესავება. რაც შეეხება ერის გენეტიკას, 2012 წელს National Geographic Society-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბასკების ყველა წარმომადგენელს გენების კრებული გააჩნია, რომლიც ძირეულად განსხვავდება მათ ირგვლივ მაცხოვრები ერების გენეტიკისგან. მეცნიერების აზრით, ასეთი განსხვავება იმაზე მეტყველებს, რომ პროტო–ბასკების ჩამოყალიბება ცალკე კულტურად, პალეოლითში, დაახლოებით, 16 ათასი წლის წინ მოხდა.

ბრინჯაოს ხანის ბოლოს და რკინის ხანის დასაწყისში იბერები (დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა) — აკვიტანები და ვასკონები კელტებმა შეავიწროვეს. ხოლო, გვიანდელი მიგრაციის ჰიპოთეზის თანახმად, რაზეც მეცნიერთა უდიდესი ნაწილი თანხმდება, V—VI საუკუნეემდე ბასკების წინაპრები თანამედროვე საფერანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მხოლოდ შემდეგ, ხალხების დიდი გადასახლების პერიოდში (IV –VII სს. ხალხთა დიდი გადასახლება, რომის იმპერიის პერიფერიებიდან მის ტერიტორიაზე. რედ.) მოხდა მათი ნაწილის ესპანეთში ემიგრირება.


image


XI—XV სს. ბასკების ქვეყნის სამხ. ნაწილი კასტილიის სამეფოს ვასალი იყო და ნავარის სამეფოს გავლენასაც განიცდიდა. ხოლო, XVI ს-დან ბასკეთის ესპანური ნაწილი, ერთიანი ესპანეთის შემადგენლობაში შევიდა. თუმცა, 1876 წლამდე, ნაწილობრივ ავტონომიას ინარჩუნებდა. რაც შეეხება ქვეყნის ფრანგულ ნაწილს, ის მართალია, საფრანგეთის შემადგენლობაში იყო, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციამდე (1789 – 1799 წწ.), სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდა. ხოლო, მონარქიის დამხობის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში ცალკეული რეგიონების დამოუკიდებლობა გააუქმა. ასე, რომ, 1801 წლისთვის, როდესაც გერმანელი ენათმეცნიერი ვილჰელმ ჰუმბოლდტი ბასკების ქვეყანას ეწვა და ამ მოგზაურობას «დროში მოგზაურობა» უწოდა, დამოუკიდებლობა დაკარგულ უძველეს ერს საკუთარი სამშობლო აღარ ჰქონდა.

imageimageimageimageimageimageimage






1
1927
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1927
  
2019, 19 ნოემბერი, 0:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1