შოუბიზნესი ნახეთ, როგორ იღებდნენ სკანდალური ფილმის "გრეის 50 ელფერის“ ინტიმურ სცენებს 2019, 15 ნოემბერი, 15:09 ინგლისელი რეჟისორისა და "ბრიტანეთის იმპერიის ორდენის" კავალერის, სემ ტეილორ - ჯონსონის 2015 წლის ეროტიკული დრამა - "გრეის 50 ელფერი" მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გამოსვლისთანავე მოექცა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბრიტანელი ავტორის ლ.ე. ჯეიმზის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი, ბოლო პერიოდის ყველაზე განხილვად და სკანდალურ, ჰოლივუდურ პროექტად იქცა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ სურათს კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. კრიტიკის ქარცეცხლში რეჟისორის გარდა, მთელი სამსახიობო შემადგენლობა და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თვით კოსტიუმების დიზაინერებიც კი მოხვდნენ. მაგრამ, როგორც იტყვიან "შავი პიარი - ყველაზე კარგი პიარია" და მსოფლიო პრემიერიდან მალევე, პროდიუსერებმა ფილმის კიდევ არაერთი ნაწილი გადაიღეს. ახლა კი გთავაზობთ სკანდალური ფილმის უნიკალურ ფოტომასალას, თუ როგორ მიმდინარეობდა მთავარი მოქმედი გმირების - დაკოტა ჯონსონისა და ჯეიმი დორნანის მონაწილეობით ინტიმური და საწოლის სცენების გადაღებები.2493 შეფასება არ არის |