სხვა განძის მაძიებლებმა საუკუნის წინანდელი 900 ბოთლი კონიაკი იპოვეს,თუმცა წვეთი არ დაულევიათ 2019, 14 ნოემბერი, 17:00 ![]() ბალტიის ზღვაში დაივერებმა აღმოაჩინეს 900 ბოთლი კონიაკი და ლიქიორი, თუმცა ერთი ბოთლიც კი არ გასინჯეს. გემი, რომელზეც აღმოაჩინეს ალკოჰოლური სასმელები, შვედეთს ეკუთვნოდა. 1917 წელს ხომალდს სახელად SS Kyros საფრანგეთიდან რუსეთში უნდა გადაეზიდა ალკოჰოლი, კერძოდ პეტროგრადში(ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი), თუმცა ბალტიის ზღვაში გემს თავს დაესხა გერმანული წყალქვეშა ნავი. ჩაძირული გემი 1999 წელს აღმოაჩინეს 77 მეტრის სიღრმეზე, თუმცა მაშინ მასზე წუალქვეშა ექსპედიცია არ განხორციელდა. 2019 წლის ნოემბერის დასაწყისში განძის მაძიებელთა ჯგუფმა Ocean X, რომელსაც პიტერ ლინდბერგი ხელმძღვანელობდა ჩავიდა წყალქვეშ, გაათავისუფლა გემის ნარჩენები მეთევზეთა ბადეებისგან და სხვა ნაგავისგან, ისინი დღედაღამე მუშაობდნენ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, საბოლოოდ ექპედიიციის ჯგუფმა წყლიდან ამოიტანა 600 ბოთლი კონიაკი De Haartman & Co და 300 ბოთლი ლიქიორი Benedictine. ![]() ალკოჰოლის გარდა გემზე იპოვეს ლიუგერის მარკის დაჟანგული პისტოლეტი. 265 5-ს მოსწონს
|