ორსულობა და ბავშვი როგორ გაიკეთა ქალმა საკეისრო კვეთა საკუთარი ხელით 2019, 12 ნოემბერი, 14:33 ![]() 2000 წლის 5 მარტს მედიცინის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: ქალმა თავად გაიკეთა საკეისრო კვეთა, იგი არა მარტო ცოცხალი გადარჩა, არამედ შვილიც გადაარჩინა. ქალის სახელია ინეს რამირესი, ხოლო მის ვაჟს ორლანდო ჰქვია. ისინი საპოტეკები არიან-ამერიკელ ინდიელთა ტომის წარმომადგენლები, ამათი სოფელი რიო დე ტალეა მდებარეობს მექსიკის მთებში, 1869 მეტრის სიმაღლეზე. ![]() ინესმა აქანდე უსაფრთხოდ გააჩინა ექვსი შვილი, ტრადიციულად მშობიარობას მისი მეუღლე ანტონიო კრუზი ესწრებოდა (სანიტარის ბიძაშვილი) მაგრამ ახლა ანტონიო ლოთობას გადაყვა, იჯდა ხის კანტინაში და უკვე რამდენიმე დღე იყო არც გამოფხიზლებულა. ინესმა რვა წლის ვაჟი - ბენტინო კანტინაში კი არ გააგზავნა, არამედ მაღაზიაში. ბავშვს დააბარა რაც შეიძლება მჭრელი და გრძელი დანა შეიძინეო. ![]() მან დანა ქვედა მუცლის ქვედა ნაწილთან მიიტანა და გაჭრა ქვემოდან ზემოთ 17 სანტიმეტრი (არა და 10-იც საკმარისი იქნებოდა). შემდეგ დანით ყოველი მოძრაობით ჭრილობას თანდათანობით აღრმავებდა. ![]() გონზე მხოლოდ გამთენიისას მოვიდა. ჭრილობის გარშემო სვიტერი მოიხვია, და 8 წლის ბენიტო სანიტართან გაუშვა მან მოიტანა ნემსი და ძაფი, რომლითაც მისმა მეუღლე ტანსაცმელს კემსავდა და როგორც შეეძლო, გაუკერა მუცელი. შემდეგ, ახლობლების დახმარებით, ინესი გაჩერებამდე მიიყვანა და "პასახერეოში" ჩასვა (ჩვნებური "მარშრუტკა) ერთ საათზე მეტი იჯაყჯაყა მიკროავტობუსმა გრუნტიან გზაზე, სანამ ის გზატკეცილზე არ გავიდა, სადაც უახლოესი სამედიცინო პუნქტი მდებარეობდა. მორიგე ქალმა როგორც გაიგო რაც ხდებოდა მაშინვე სან-პაბლოში, გადაგზავანა ურჩია, სადაც სრულყოფილი საავადმყოფო იყო ოპერატიული ბლოკით. გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ინსესი უკვე ისეთი მისავათებული და ძალაგამოცლილი იყო, რომ ლეონ კრუზმა ესაუბრა საწრაფოს ექიმებს. ბამბის ძაფით 17 სანტიმეტრის მონაკვეთის დანახვისთანავე, განყოფილების უფროსმა ჰონორიო გალვანმა კამერა აიღო და დაიწყო ყველაფრის გადაღება, რასაც ქირურგი ხესუს გუსმანი აკეთებდა ჭრილობის დათვალიერების შემდეგ, ორივე თვალებს არ უჯერებდა: საშვილოსნო შეიკუმშა ნორმალურ ზომამდე, სისხლდენა შეწყდა და ინფექციის ნიშნები არ აღენიშნებოდა! ინესს მუცლის ღრუ გამოურეცხეს, საშვილოსნოს მილები გადაუხვიეს, ახალი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. შემდეგ მუცლის ღრუ დახურეს, დრენაჟი ჩააყენეს და ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. "ნაწლავების თავგადასავალი" უშედეგოდ არ დასრულებულა: მესამე დღეს განვითარდა შეხორცებები, რომლის მოკვეთაც გახდა საჭირო. მე-10 დღეს ინესი საავადმყოფოდან გაწერეს. მეან-გინეკოლგებმა გალვანმა და გუსმანმა აღწერეს ეს შეთხვევა სამეცნიერო სტატიაში, მაგრამ სამედიცინო ჟურნალის რედაქტორებს არ სურდათ ამ მასალების გამოქვეყნება, რადგან რაღაც მისტიფიკაციას უფრო წააგავდა და არ სურდათ თავის ატკივება მხოლოდ სამი წლის შემდეგ, გალვანმა ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა ვიდეო და ფოტომასალა, მაშინ დარწმუნდნენ მედიკოსები, რომ ეს არ იყო ხუმრობა და სინამდვილეში მოხდა. პირველად მსოფლიოს ეს არაჩვეულებრივი ამბავი International Journal of Gynecology and Obstetrics-ნა გააცნო. რიო-დე ტალეას ჟურნალისტები მიაწყდნენ, ინესი იძლეოდა ინტერვიუებს და მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, თუმცა ქალი იმასაც ვერ ხვდებოდა, რომ ამისთვის შეეძლო ჰონორარი მოეთხოვა. 95 3-ს მოსწონს
|