საზოგადოებრივი ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი 2019, 10 ნოემბერი, 19:25 ჰელიოსი (Helios, Hlios, მზე, ლათ. იგ. Sol) - მზის ღმერთი და აიეტის მამა, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი ვაჟი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა, ფაეთონისა და ჰელიადების მამა. მისი შვილებია აგრეთვე კოლხი ჯადოქარი კირკე და მინოსის ცოლი პასიფაე. ტიტანთა მემკვიდრეს, თავადაც ტიტანს ეძახიან და მაშინ რანგით დგას პრომეთეს, ჰეკატეს სიმაღლეზე, მაგრამ უფრო აღიარებულია, როგორც მზის ძალუმი ღვთაება, აგრეთვე ჰიპერიონად (მაღლა მცხოვრებად) წოდებული ეოსის შემდეგ დგება აღმოსავლეთში, ოკეანის უბესთან, ჯდება მზიურ მოციმციმე ოქროს ეტლში, რომელშიც ოთხი ცეცხლისმფრქვეველი რაში შეუბამს, ციურ ბილიკს აიქროლებს, თანდათან ამაღლდება, ცის კაბადონზე გააქროლებს ეტლს, გაანათებს ქვეყნიერებას, ჩაეშვება ოკეანეში, ღამით კი, ოქროს ეტლიანად ჯდება ოქროს ნავში, გადასცურავს ჩრდილოეთის დიდ ზღვას და ისევ აღმოსავლეთში ბრუნდება, თავის ოქროს სასახლეში, რომ დილით ისევ მარადიულ გზას დაადგეს ცოცხალ არსთა სასიხარულოდ. ეს დეტალები შედარებით მოგვიანებით შემუშავდა. თითქმის ასე მოგზაურობს, რაც ჰომეროსი (ძვ.წ. IX-VIII სს.) არ იცნობს ჰელიოსის ეტლსა და რაშებს, არც მის ოქროს სასახლეს, არც ოქროს ნავსა და აღმოსავლეთით მოქცევას. იცის, რომ ოკეანის ნაკად-უბეში (ლიმნეში) იწყება მისი ციური გზა, ქვეყნიერების მანათობლის სხივი ყველგან და ყველაფერში აღწევს (პანდერკეს - კეტეს, "ყოვლისმხილველი") ამიტომ გასაგებია, რომ ფიცისა თუ პირობის დადებისას, როცა კი სამართალს ახსენებენ, ჰელიოსს უხმობენ, როგორც ღმერთს, რომელიც ყველა სიღრმეს ჭვრეტს. იგი მზიური, ნათელი, კეთილი ღმერთია. მხოლოდ მან და ჰეკატემ შეამჩნიეს, რომ პერსეფონე ჰადესმა გაიტაცა და დემეტრას უთხრა ქვესკნელშიაო. ასულის დაკარგვით შეძრწუნებული კეთილშობილი დემეტრა ჩირაღდნოსან ჰეკატეს დახმარებით პოულობს ჰელიოსს: "გთხოვ ჰელიოს, ყურად იღე ქალღმერთის ვედრება, ვინაიდან ოდესღაც გახარებდი სიტყვით და საქმით! შუქმოციმციმე ეთერიდან მესმა კივილი შესაბრალისი ასულისა, ჩემი ნუგეშის, თითქოს შეიპყრეს იგი ტლანქი ძალით. მე რას ვნახავდი, შენ კი ნათელი ეთერიდან დასცქერი შენი სხივთამთოველი თვალების მზერით ზღვასა და ხმელეთს. მითხარ სიმართლე, ხომ არ იხილე ასული ჩემი, ვინ გაიტაცა ძალადობით?" ჰელიოსი მხურვალე თანაგრძნობით უხსნის - ზევსმა დაუთმო შენი ასული თავის ძმას, ჰადესსო. (ჰომ. ჰიმ. დემეტრას, 64-72). კუნძულ თრინაკიაზე ჰელიოსს დაუდის რქოსანი საქონლის 7 ჯოგი და ცხვრის ამდენივე ფარა. თითოეულ ჯოგში 50 სული პირუტყვია. არც მეტი, არც ნაკლები. (ოდ. 12, 17). ესეც გააზრებული სიმბოლიკაა. ძველი კალენდრის წელი 50 კვირას მოიცავდა. კვირა 7 დღეს და 7 ღამეს. მისი სახელობის ჯოგებშიც საერთოდ, თეთრი ან მოწითალო საქონელი ჰყავდათ. თრინაკიაზე მათ მწყემსავდნენ ჰელიოსისა და ნეაირას ქალიშვილები - ფაეთუსა (ფაოსი) და ლამპეტია (ლამპო). ამას გარდა, ოკეანიდ კლიმენასგან მას ჰყავდა მშვენიერი ვაჟი ფაეთონი, რომელმაც მამა იპოვა, ერთი დღით მზის ეტლი სთხოვა, რაშებს სუსტი ხელით ვერ მოერია და ზევსმა მეხით განგმირა, რათა სამყარო არ გადაეწვა. პერსესთან (პერსეიდასთან, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში ჰეკატესთან იგივდება) ჰელიოსს ჰყავდა აიეტი, კირკე და პასიფაე. შვილის - ფაეთონის სახელი თვით ჰელიოსის ზედწოდებაა ("სხივოსანი". ოდ. 5, 479). სინათლის ღმერთს არც სიმკაცრე აკლია. როცა მის ღირსებას და ქონებას ეხებიან. როცა ოდისევსის თანამგზავრებმა თრინაკიაზე ჰელიოსის ხარები დაკლეს, მზის ღმერთმა ზევსთან იჩივლა და ზევსმა გმირები მკაცრად დასაჯა. ევრიპიდეს (ძვ.წ. 480-405 წწ.) დროიდან ჰელიოსი გაიგივებულია აპოლონ ფებოსთან. ესეც გააზრებულია: ყოვლის მხილველი ღმერთი უერთდება ყოვლის მაუწყებელ მისანთა ღმერთს. პლატონის (ძვ.წ. 427-347) მიხედვით, ჰელიოსი უძველესი წინარეოლიმპიური (კოლხ-პელასგების) ღმერთია, ოქროსჩაფხუტიანი, საშინელთვალებიანი, შურისმგებელთა მფარველი, სტიქიური ძალის განსახიერება, აბრმავებს დამნაშავეს (თუ სურს, თვალს უხელს კიდეც). მისი თხოვნით, ზევსი მეხით მუსრავს ოდისევსის გემს (ნ. ჰეს. თეოგ. 956-58; ჰომ. ოდ.; ესქ. პრომ.; პლატ. კან. 887; ევროპ. ჰეკ/ 1068; აპოლოდ.) ჰელიოსის კულტი ბევრგან გავრცელდა: კორინთოში, არგოსში, ალიდაში, განსაკუთებით კი როდოსზე. მას ეძღვნა მამალი, თეთრი საქონელი, უფრო ცხენი. მდინარე ერიდანოსში ჩავარდნილ, დამწვარ ფაეთონს ჰელიადები (დები) დასტიროდნენ, ალვებად იქცნენ, ცრემლი კი - ქარვად, რასაც ბერძნები ელექტრონს ეძახდნენ. აქედან, ჰელიოსის მორიგი ზედწოდებაა "ელექტრონი" (ილ. 6, 513, სხივოსანი მზე.). ჰელიოსის შვილებს - აიეტს, კირკეს, პასიფაეს ხთონიური ძალა და ჯადოქრობის უნარი აქვთ (თეოგ.). ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მზიური კოლხეთის მეფე მზის შვილია. ჰელიოსის სახელთან დაკავშირებით, ასეთი პატივი არც ერთ სხვა ტომსა და ერს არ ღირსებია. ეს აღიარებაცაა კოლხთა კულტურისა და პატივისა, რითაც მათ ბერძნები უყურებდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ აიეტი კოლხეთში მეფობს, მისი და - პასიფაე კი კრეტის დედოფალია, დიდი მინოსის ცოლი. ამით თითქოს ხაზი გაესვა მეცნიერთა მონაცემებით დადასტურებულ იმ ფაქტს, რომ კოლხური და მინოსური კულტურა უძველესი და ერთდროული მოვლენაა და ისინი მონათესავენი არიან. რომში მზის (სოლ) კულტი უფრო მცირე აზიურ მითრას ზეგავლენით შევიდა (ტაძარი კვირინალზე ჰქონდა). აპოლოდ. 1, 2, 2; 1, 4, 6; 1, 6, 1; 1, 9; 1 (16); 1, 9, 28; 2, 5, 5... კლასიკურ ხანაში ბერძნებს მზის კულტი, გარკვეული გაგებით უცხოდ მიაჩნდათ, და მაინც, დიდ ასპარეზს შლიდა ანტიკური უტოპიისათვის. სტოიკების აზრით, მზე უზენაესი მამოძრავებელია სამყაროს წყობისა. აღმოსავლელ ვარსკვლავთმრიცხველთა ზეგავლენით შემოიღეს მისი კულტი. უწინარეს ყოვლისა, ასეთი საკულტო ადგილი იყო როდოსი, სადაც ჰელიოსის კოლოსი აღმართეს. ნავსადგურის შესასვლელთან აღმართულია ეს ქანდაკი, გაშლილ ფეხებს შორის ატარებდა გემებს. სამწუხაროდ, ქვეყნიერების მეშვიდე საოცრებად წოდებულმა ამ ქმნილებამ სულ ნახევარი საუკუნე იარსება და შემდეგ ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია იგი. ხელოვნებაში ჰელიოსი თავის მზიურ ასახვას ითხოვს და აისახა კიდეც, თუნდაც ხსენებული როდოსის კოლოსის სახით. საერთოდ, პირმშვენიერი, კულულებიანი ჭაბუკია, აპოლონის მსგავსი, ოღონდ უფრო ფართო სახე აქვს. თავზე მზის დისკო ან სხივთა თაღი ადგას (პერგამოს საკურთხევლის დიდი ფრიზი). ეტლს მიაქროლებს, ხელში მათრახი უჭირავს (ან მზის ბურთი). ჰელიოსის მეუღლეებიათენა (Athena), ეგლე, აეგლე (Aegle, a Naiad), კლიმენე (Clymene, Oceanid), როდე (Rhode), პროტე (Prote), ნეერა (Neaera, a Nymph) ოკიროე (Occyrhoe, Oceanid), როდოსი (Rhodos, Nymph), პერსე (Perse, Oceanid), (Asterope), ეფირა (Ephyra, Oceanid), ანტიოპე (Antiope), კრეტა (Crete), გეა, გაია, გა (Gaia), სელენე (Selene), ლევკოთე (Leucothoe), ნაუსიდამე (Nausidame), ჰირმინე (Hyrmine).ჰელიოსის შვილებიჰელიოსს ათენასგან ეყოლა კორიბანტები (Corybantes). ეგლესგან ეყოლა ქარიტები (Charits): აგლეა (Aglaea), ევფროსინე (Euphrosyne) და თალია (Thalia). ოკეანიდ კლიმენესგან ეყოლა ჰელიადები: ეთერია (Aetheria), ჰელია (Helia), მეროპე (Merope), ფოებე (Phoebe) და დიოქსიპე (Dioxippe). ასევე შეეძინათ ფაეტონი (Phaeton), ასტრისი (Astris) და ლამპეტია (Lampetia). ფაეტონის დედობას ასევე სხვადასხვა მითი მიაწერს არა კლიმენეს, არამედ როდეს ან პროტეს. ჰელიოსს ნეერასგან შეეძინა: ფეთუსა (Pheatusa) და ლამპეტია (Lampetia). ოკეანიდ ოკიროესგან შეეძინა: ფაზისი (Phasis). როდოსისგან შეეძინა ჰელიადები: თენაგე (Tenages), მაკარე (Macareus), აქტისი (Actis), ტრიოპასი (Triopas), კანდალე (Candalus), ოქიმე (Ochimus), კერკაფე (Cercaphus), აუგე (Auges) და თრინაქსი (Thrinax). ასევე შეეძინათ ელექტრიონი (Electryone). ოკეანიდ პერსესგან (რომელიც იგივდება ჰეკატესთან) ჰელიოსს შეეძინა: ეგა/აეგა (Aega), აიეტი (Aeetes), კოლხი პერსევსი (Perses of Colchis), კირკე (Circe) და პასიფაე (Pasiphae). ზოგიერთი ვერსიით კი აიეტი და კირკე ჰელიოსს შეეძინა ასტეროპესგან. სხვა ვერსიით კი აიეტი შეეძინა ოკეანიდ ეფირასაგან. ხოლო კრეტასგან - პასიფაე. ასევე სხვა ავტორები ასახელებენ ანტიოპეს, როგორც აიეტისა და ალეუსის (Aloeus) მშობელს. გაიასგან ჰელიოსს შეეძინა ბიზალტე (Bisaltes). სელენესგან - ჰორე (Horae). ლევკოთესგან გაუჩნდა ჰელიოსს - თერსანონი (Thersanon). ნაუსიდამესგან შეეძინა - ავგია (Augeas), ერთ-ერთი აგონავტი. სხვა ვერსიით კი ავგია მას ჰირმინესგან ეყოლა. ჰელიოსს ჰყავდა ასევე სხვა შვილები, რომელთა დედების სახელებიც ცნობილი არაა, ესენია: ეგიალე (Aegiale), აითონი (Aithon), აიქსი (Aix), ალვეუსი (Aloeus), კამირე (Camirus), იქნეა (Ichnaea), მავზოლე (Mausolus), ფორბასი (Phorbas) და სტეროპე (Sterope).წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწ. II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე473 1-ს მოსწონს |
Parents: Titan Hyperion and Titanida Theia
Consorts: Athena, Aegle Naiad, Clymene (Oceanid), Rhode, Prote (Nereid), Neaera, a nymph, Ocyrrhoe (Oceanid), Rhodos ( nymph), Perse (Oceanid), Asterope, Ephyra (Oceanid), Antiope, Crete, Gaia, Selene, Leucothoe, Nausidame, Hyrmine.
Children: Aeëtes, Circe, Pasiphaë, Perses, Aega, Aloeus, Phasis, The Corybantes, The Charites: Aglaea "splendor", Euphrosyne "mirth", Thalia "flourishing; Also The Heliades: Aetheria, Helia, Merope, Phoebe, Dioxippe, Tenages, Macareus, Actis, Triopas, Candalus, Ochimus, Cercaphus, Auges, Thrinax. also Phaëton, Astris, Lampetia, Phaethusa, Electryone, Bisaltes, The Horae, Thersanon, Augeas, one of the Argonauts, Aegiale, Aithon, Aix, Camirus, Ichnaea, Mausolus, Phorbas and Sterope.
Siblings: Selene and Eos.
მშობლები: ტიტანი ჰიპერიონი და ტიტანიდა თეა.
მეუღლეები: ათენა, ნაიადა ეგლე, ოკეანიდა კლიმენე, როდე, ნერეიდა პროტე, ნიმფა ნაირა, ოკეანიდა ოკიროე, ნიმფა როდოსი, ოკეანიდა პერსე, ასტეროპე, ოკეანიდა ეფირა, ანტიოპე, კრეტა, გაია, სელენე, ლევკოთოე, ნევსიდამე და ჰირმინე.
შვილები: აიეტი, კირკე, პასიფაე, პერსე, ეგა, ალევსი, ფაზისი, კორიბანტები, ქარიტები: აგლეა, ევფროსინე, თალი; ასევე ჰელიადები: ეთერა, ჰელია, მეროპე, ფოებე, დიოქსიპე, თენაგე, მაკარე, აქტისი, ტრიოპა, კანდალე, ოქიმე, კერკაპე, ავგე, თრინაქსი. ასევე ფაეტონი, ასტრისი, ლამპეტია, ფეთუსა, ელექტრიონე, ბიზალტები, ჰორე, თერსანონი, ავგია (ერთ-ერთი არგონავტი), ეგიალე, აითონი, აიაქსი, კამირე, იქნეა, მავზოლე, ფორბა და სტეროპე.
და-ძმები: სელენე და ეოსი.