x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როგორ აფასებთ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო მიმდინარე მოვლენებს?"-ჟურნალისტ ნინო არაზაშვილის გამოკითხვა
image

ჟურნალისტმა ნინო არაზაშვილმა სოციალურ ქსელში მოაწყო გამოკითხვა ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას:


"ვფიქრობ, ის ადამიანები ნახავენ ვისაც თემატიკა ეხებათ.ვცხოვრობ საზოგადოებაში, სადაც მეზობლები მყავს სხვადასხვა ორიენტაციის.არჩევანი ყველას აქვს, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს.არ ღირდა ამდენ ხმაურად, ეს, ჩემი სუბიექტური აზრია...სწორედ ამ ხმაურის გამო მიექცევა ყურადღება ამ ფილმს, თორემ ეს თემაც მოძველდა უკვე.გვინდა თუ არა, ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.ვფიქრობ, აქვთ არსებობის უფლება!ნუ დაგვავიწყდება, ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანს, სიცოცხლეს აძლევს ღმერთი"




"ქართული ცეკვების და მოცეკვავეების ჩართვა რა საჭირო იყო?, გააკეთეს სუხიშვილებმა განცხადება, მათ დიდ პატივს ვცემ. სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მიუღებელი. თორემ ყველა ფილმს აქვს არსებობის უფლება და არა პროპაგანდას მითუმეტეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც ისედაც განახევრებულები ვართ"




"დიახ ქართული ჩოხა ქართველებისათვის სიწმინდის, რაინდობის, სიდარბაისლის, ქართველების ეროვნული სულის მატარებელი ნიშაა, ჩვენი ქვეყნის დროშის მსგავსად ამაყად ატარებენ და პატივც სცემენ ქართველივაჟკაცები ხოლმე ყოველ სუხიშვილების თუ ერისიონის გასტროლზე და საერთოდ ყველგან. მისი ასეთი გამოყენებაა გულსატკენი თორემ სხვა შემთხვევაში ფილმს ყურაღებასაც არავინ მიაქცევდა ფილმები ხომ ყოველთვის ზღაპარია და ფანტასტიკა ..."



"არსებობის უფლებას არავინ უზღუდავს, მაგრამ ჩვენ ნუ გვახვევენ თავზე თავიანთ სიბინძურეს, ადრეც იყვნენ და ეხლაც არიან პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც და ყველა სფეროში მაგრამ არავინ ერჩით მათ, რატომ უნდათ ჩვენც მოგვახვიონ თავზე ეს სიბინძურე?"



"პედოფილებსაც და კიდევ ათასგვარად გახრწნილ ადამიანებსაც ხომ აქვთ არსებობის უფლება, მოდით პატივი ვცეთ და არ გავაპროტესტოთ ვაი ჩვენს თავს სადამდე დავეცით? ნორმად ჩავთვალოთ არა ყოჩაღ რა საღად აზროვნებთ, საინტერესოა ეგ გადაგვარება, თქვენი ოჯახის წევრზე რომ დაეშვას, როგორ აჭიკჭიკდებოდით, ვიღაცა გარყვნილმა არაკაცმა, თქვენი ვაჟი რომ შეიყვაროს და აცდუნოს, ან პედოფილმა თქვენი პატარა ბოდიში და იხმაროს, მერეც ეგრე არხეინად დაგვმოძღვრავდით, მე პირადად ღმერთს ვთხოვ, ყველას ვინც მაგ ავადმყოფებს უთანაგრძნობს, საკუთარ ოჯახის წევრზე გამოაცდევინოს ეგ უბედურება, აი ამას იმსახურებთ"



"მე ის მაინტერესებს სად ეყარა ქართული ფარში Bohemian Rhapsody რო გადიოდა სადაც ბლომად გეი სცენები იყო ან შრეკი, გაქანებული ტრანსი რომ ყავდათ ერთ-ერთ პერსონაჟად? როგორც ვიცი არავის არ დაუკარგავს იქ საკუთარი ორიენტაცია სავარძლის ქვეშ
ლოგიკას ვერ ვხვდები რის მიხედვით „ღიზიანდებიან“....



"ის ქართველებზე არ იყო არც ქართულ ტრადიციებზე და ქართული ცეკვის ფორმები არ ეცვათ.ესაა განსხვავება"(პასუხი)


"ქართული ფილმი შინდისის გმირებზე არ გინდათ ნახოთ? რატომ ამ ფილმმა არ დაგაინტერესათ, რატომ უნდა მოგინდეს იმ ფილმის ნახვა, რომელზეც ასეთი მძაფრი სამართლიანი რეაქცია აქვს ხალხს, რა მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა, რადგან ფილმა ჯილდოები აიღო? არც არასოდეს მომინდება იმ ფილმის ნახვა რომელიც ჩემს ტრადიციებს აკნინებს."



"ქვეყანა როცა გქვია არ უნდა გაგიბედონ ასეთი ფილმის გადაღება და მერე მიღება და აღიარება მაგრამ არც ქვეყანა ვართ და კლოუნები გვყავს სათავეში 30 წელია სად წავიდა ის ხალხი 9 აპრილს"


"ნამდვილად ეს ვერ უნდა გაებედათ და ახლა მთელ ქვეყანას უნდა აჩვენონ ეს გარყვნილობააა ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო ცოცხლად დაწვავდნენ მაგრამ ჩვენ მთავრობა და ქვეყანა თავზე ჩამოგვამხვეს"



"სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი რომ ამ ფილმით, ჩემს ქვეყანას და ქართველობას, რაიმე ჩრდილი ადგება ! ასეთი ხალხი, გვინდა თუ არა, ცხოვრობენ ჩვენს გვერდით და ასეთი აჟიოტაჟით, უფრო დიდ რეკლამას და პიარს უკეთებენ . რომ არა ეს ამბები, საქართველოს 90%, ვერ გაიგებდა რა ფილმზეა ლაპარაკი "




"ვისაც უნდა ნახვა მაინც ნახავს დღეს თუ არა ხვალ, სახლში თუ არ ნახავს, მივა მეგობართან, ამხანაგთან, ნაცნობთან და ნახავს...მე არ მაინტერესებს და არ ვნახულობ, რაც მეტს კრძალავენ უფრო დააინტერესეთ მგინი მოზარდები, ახსლგაზრდები, ...და არ მიმტკიცის ვინმემ მე დავუშლი ჩემს შვილს და არ ნახავსო...მაინც ნახავენ ისე ვერ გაიგებთ, უარესსაც ნახულობენ"


შეგახსენებთ, შვედურ-ქართული დრამატული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა შედგა 2019 წლის 16 მაისს კანის კინოფესტივალზე, ფილმის დამდგმელია ლევან აკინი, მთავარ როლებს ასრულებენ ანა ჯავახიშვილი, ლევან გელბახიანი და ვაჩი ბალიშვილი.

სიუჟეტის მიხედვით, მერაბი (ლევან გელბახიანი) პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის პარტნიორ მარიამთან (ანა ჯავახიშვილთან) ერთად. მაგრამ, როდესაც ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) თბილისში ჩადის და იმავე ანსამბლში იწყებს სიარულს, იგი მერაბის ყველაზე ძლიერ კონკურენტად და სურვილად იქცევა.

ფილმი "ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგება.


ასევე დაგაინტერესებთ

image

ფილმის, "ახლა ყველაფერია (Now is everything) თრილერი გამოვიდა, რომელშიც ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე მთავარი როლის შემსრუელებელთან-ენტონი ჰოპკინსთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფილმის დამდგმელები არიან ვალენტინ დე ამიჩისი და და რიკარდო სპინოტი, კვირიკაძის გარდა...

ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარი ლაფორე გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენოლიერში 81 წლის ასაკში. ამის შესახებ განაცხადა მარი ლაფორეს ქალიშვილის პრეს ატაშემ, რეჟისორმა ლიზა აზუელოსმა. პირველი ჰიტი, რომელითაც მარი ლაფორემ სახელი გაითქვა იყო Les Vendanges de l'Amour (1963) შემდეგ კი Manchester et Liverpool(1967, საკმაოდ ცნობილი მელ...

საქართველოს ეროვნულმა კინო-ცენტრმა შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის თრილერი გაავრცელა. რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი" რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17...

ახალი რომანტიკული მუსიკალური კომედიის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 28 ივნისს შედგა, მთლიანად მსოფლიო ეკრანებზე ფილმის ნახვა სექტემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი. მოდით ასეთი რამ წარმოიდგინეთ:ერთ დღესაც, დილით იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ "ბიტლზის" სიმღერები მთელს მსოფლიოში არავინ იცის და არც არავის მო...

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0