კინო "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის "შინდისის" თრილერი გამოქვეყნდა 2019, 12 აგვისტო, 14:57 საქართველოს ეროვნულმა კინო-ცენტრმა შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის თრილერი გაავრცელა. რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი" რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცს ეძღვნება. პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი. მთავარ როლებში თამაშობენ მსახიობები: გიგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე. ფილმის პრემიერა, საქართველოში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. 511 3-ს მოსწონს
|