სხვა ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 5) 2019, 6 ნოემბერი, 16:18 არქიტექტურა სერიოზული სფეროა, თუმცა ამას ყველა ყურადღებით არ ეკიდება. არიან ისეთებიც, ვინც განგებ ქმნის უცნაურ “შედევრს". ეს ყველაფერი ზოგჯერ ძალიან სახალისოა. ქვემოთ გთავაზობთ ასეთი, ძალიან სასაცილო არქიტექტურული “შედევრების" მეხუთე ნაწილს.
მანქანის მოყვარული კრეატიული მშენებლის მიერ შექმნილი ნაგებობა. საინტერესოა, რომელიმე ფირმის ავტომობოლია?! ეს კი “ნიჭიერი" არქიტექტორების შექმნილი პროექტით აგებული ესტაკადაა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ნამდვილად ბევრს იფიქრებდნენ ამ იდეაზე. ალბათ, პროექტისათვის გამოყოფილი თანხა აღემატებოდა საჭიროს და ამიტომ გაართულეს გზა. “ადამიანი - შენობა", უფრო სწორად “კაცი-შენობა". ძალიან არ გაუმართლათ იმ ადამიანებს, ვისაც ერთ-ერთ ნაწილში მოუწევს ყოფნა. ხვდებით, ალბათ, რომელ ნაწილსაც ვგულისხმობ :)) აი, როგორ უნდა იზრუნო “სანიაღვრე" სისტემის მოწყობაზე. საკანალიზაციო ჭის თავი უფრო მაღალზეა, ვიდრე წყალი. იდეის ავტორმა, ალბათ ჭის თავსახურის კოროზიისგან დაცვაზე იზრუნა. “სიმეტრიული" შენობა. არ მგონია, პროექტში ასე ყოფილიყო გამიზნული, აქ უფრო მშენებლების ხელი ურევია ცუდად. ფორმალური კარი, ისეა დაყენებული, რომ ვერცერთს ვერ გააღებს კაცი. კიდევ ერთი ფორმალური კარი, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ეს კარი იღება, უბრალოდ ძნელია, დანიშნულება მოუძებნო. ფაქტია, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი გულმოდგინედ სარგებლობს ამ კარით. აი, მაგალითი იმისა, თუ მაქსიმალურად როგორ უნდა გამოიყენო ადგილი, თანაც ხელების დაბანისას ავტომატურად ირეცხება პისუარი. დღეისათვის სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება... თუ კარგად იხალისეთ, არ დაიზაროთ და მოიწონეთ სტატია! ასევე საინტერესოა: ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 1) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 3) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 4) ძალიან სახალისო გიფები ძალიან სახალისო გიფები (ნაწილი 2) 746 1-ს მოსწონს
|