x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ლეონარდო დიკაპრიოს პირველი კომენტარი გრეტა ტუნბერგზე, ნახეთ რა პოსტი მიუძღვნა მსახიობმა ეკოაქტივისტს

image


ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა - ლეონარდო დიკაპრიომ საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც ცნობილ, შვედ ეკოაქტივისტთან ერთად არის აღბეჭდილი. 16 წლის გოგონა, გრეტა ტუნბერგი, რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი, სექტემბერში გაეროში, კლიმატის დაცვის საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერები ბავშვობის შეუქცევად დაკარგვაში დაადანაშაულა, რომლის მიზეზადაც, მათი მხრიდან გლობალური კლიმატური კრიზისის შედეგების იგნორირება დაასახელა. გრეტამ აღნიშნა, რომ ის გაეროს სამიტზე კი არა, სკოლაში უნდა ყოფილიყო: "თქვენ მე, თქვენივე ფუჭი სიტყვებით ბავშვობა და ოცნებები წამართვით, "- განუცხადა 16 წლის სკოლის მოსწავლემ პოლიტიკოსებს მაღალი ტრიბუნიდან.


image


ლეონარდო დიკაპრიომ ფოტოს ქვეშ საკუთარი კომენტარი განათავსა და გოგონას არც მეტი, არც ნაკლები ჩვენი დროის ლიდერი უწოდა.


image


"გრეტა ტუნბერგი - ჩვენი დროის ლიდერია. შთამომავლობა განგვსჯის იმისთვის, თუ რა გავაკეთეთ დღეს, ჩვენი პლანეტის შესანარჩუნებლად. იმედი მაქვს, რომ გრეტას გზავნილი მსოფლიო ყველა ლიდერისთვის გამოღვიძების ზარია, რომ უმოქმედობის დრო დასრულდა. ჩვენი პლანეტის მომავალთან დაკავშრებით კი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვხედავ თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს გრეტას ახალგაზრდა აქტივისტების მხრიდან. გრეტასთან დროის გატარება ჩემთვის დიდი პატივი იყო. პირობა დავდეთ, რომ ჩვენი პლანეტის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთმანეთს ყოველთვის დავეხმარებით, " - დაწერა საკუთარ პოსტში ლეონარდო დიკაპრიომ.


image


შეგახსენებთ, რომ ოსკაროსანი მსახიობი გარემოს აქტიური დამცველია, სწორედ ამიტომ საკუთარ პოსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ახალგზრდა აქტივისტის ყველანაირ ქმედებას მომავალშიც მხარს დაუჭერს.


image



0
458
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
458