სახალისო მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლადაა. ქვემოთ გთავაზობთ ასეთი სიტუაციებს გიფების ( მოკლე ვიდეოების) სახით.

ცუდ დროს აღმოჩნდა ცუდ სიტუაციაში.თითქოს ელოდა სატვირთოს მძღოლი მისი მანქანის მაყუჩის გვერდით როდის დადგებოდა მოტოციკლი.

აი, რა შედეგი მოაქვს ქალებზე გადამეტებულ ყურადღებას, მაგრამ ეს მამაკაცი არ დაიბნა:))

რაც არ შეგიძლია, არ უნდა გააკეთო. ამაზეა ნათქვამი “აილეწაო". აი, მეორე გოგონამ კი ნამდვილად კარგად იხალისა.

აკრობატი პატარა და “მზრუნველი" მამა.

“იდეალური" ნახტომი. ნეტავ, რის გაკეთებას ცდილობდა?!

ჯექსონის უნიჭო მიმბაძველი (ბოლო მოძრაობით მაინც).

ზედმეტი მოინდომა და ტყლაპოში ტყაპანიც მიიღო.

“ჭკვიანმა" დედამ ბავშვს “სწორი" მიმართულება უჩვენა.
როცა რაღაც ძალიან მარტივია გასაკეთებელი, მაგრამ ვიღაც ზედმეტად ართულებს.

ერთხელ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს უთხრა, თქვენი მოგებული ომის დედა მ..ო, და ეგ ფრაზა ამ მომენტს უფრო მოუხდებოდა.

ნუ ეცდებით დაძლიოთ ბარიკადი, თუ ამის თავი არ გაქვთ!

ამ ბავშვმა კარგად იცის ტექნიკის ხმარება, უბრალოდ თავად ტრაქტორია გაუმართავი.

ამ თამაშში მეკარე საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, უბრალოდ გარკვეული დრო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა.

გიფი, რომელიც ადასტურებს, რომ ტყუპი ნამდვილად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.ისინი ხომ ერთი ერთში იმეორებენ მოძრაობებს.

ამ გოგონას გართობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ჭკუას, იმედია, ისწავლიდა.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
ძალიან სახალისო გიფები (ნაწილი 1)