რჩევები პატარძლის გულწრფელი აღიარება: ნახეთ, რა აცვია მას საქორწილო კაბის ქვეშ 2019, 4 ნოემბერი, 21:47 ქორწილი ალბათ, ყველა გოგონასთვის განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან დღეს წარმოადგენს, დღეს, რომელიც მეხსიერებაში მთელი ცხოვრება რჩება, და რაღა თქმა უნდა, ამ დღის მთავარი ვარსკვლავი - ულამაზესი პატარძალია, რომელიც გრძელ შლეიფიან განსაცვიფრებელ თეთრ კაბაში ან უზარმაზარ, ელეგანტურ ქვედაბოლოშია გამოწყობილი.საქორწილო კაბების შექმნისას, დიზაინერები თავიანთ ფანტაზიას სრულ თავისუფლებას აძლევენ და ენითაღუწერელ სილამაზეს ხშირად, სწორედ კაბის კომპორტულობის ხარჯზე ქმნიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატარძლებიც - ბუნებრივი მოთხოვნილებების მქონე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ხოლო თუ როგორ გამოდიან ისინი ამ უხერხული სიტუაციიდან, ეს ერთ - ერთმა პატარძალმა სოციალურ ქსელში კუთარ მაგალითზე აჩვენა.გოგონამ ინტერნეტმომხმარებლებს საიდუმლო გაუმხილა და საკუთარი საქორწილო კაბის ქვეშ კარგად მორგებული საფენი აჩვენა, არც თუ სასიამოვნო სანახაობაა, რას იტყვით? თუმცა, ზოგჯერ ეს - უბრალო აუცილებლობაა. ასე, რომ კაბის შერჩევისას არა მხოლოდ მისი გარეგნული მხარე გაითვალისწინეთ, არამედ პირველ რიგში, მის კორმფორტულობაზეც დაფიქრდით.1196 2-ს მოსწონს |