სხვა მამაკაცმა სანაძლეოზე 42 კვერცხი შეჭამა და მოკვდა 2019, 4 ნოემბერი, 19:54
42 წლის მამაკაცი მეგობართან ერთად ბაზარში წავიდა, რა დროსაც მათ შორის კამათი წამოიჭრა. მამაკაცებმა დავის მოგვარება ერთგვარი დუელის საშუალებით გადაწყვიტეს. სანაძლეოს თანახმად, ვინც 50 კვერცხს შეჭამდა, წაგებული ორი ათას რუპიას გადასცემდა ( დაახლოებით 75 ლარი). იადავიმ დაკარგა ცნობიერება 41-ე კვერცხის გადაყლაპვის შემდეგ. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა დაადგინეს, რომ გარდაცვალება მოხდა უზომოდ ჭამით გამოწვეული გართულებების შედეგად. 159 5-ს მოსწონს
|