x
image
beko777
Mediator image
ქუთაისმა “90-ანი წლების საქართველოს” უმასპინძლა
(ბესო ჩუბინიძის წიგნის „უკან მომავალში“ პრეზენტაცია და შეხვედრა ქუთაისელ მკითხველთან)

29 ოქტომბერს, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს უმასპინძლა, სადაც მისი, რიგით მეორე წიგნის „უკან მომავალში“ პრეზენტაცია და მკითხველთან შეხვედრა შედგა.
ბიბლიოთეკის მთავარ სამკითხველო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების ხილვისთანავე, შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა თუ როგორ წარიმართებოდა საღამო. სტუმართა შორის იყვნენ უნივერსიტეტის ლექტორები, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობები, ქუთაისის კადეტთა სკოლის წარმომადგენლები, პედაგოგები თავის მოსწავლეებთან ერთად. ბევრი რომ არ გავაგრძელო აქ იყო შეკრებილი საზოგადოება რომელიც ხვდება კულტურის როლს ქვეყნის განვითარებაში. სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ და ავღნიშნავ რომ პრეზენტაციაზე, ყველაზე მეტად 14-15 წლის ბავშვების ხილვა გამიხარდა, იმედისმომცემი იყო მათი გულანთებული სახეების ხილვა, როდესაც წიგნის ავტორის სიტყვით გამოსვლას უსმენდნენ.

imageემოციური იყო თავად ბესო ჩუბინიძის მონოლგი, რომელიც წიგნის შესახებ მოგვითხრობდა, - თუ რა იყო ამ კონკრეული წიგნის შექმნის ინსპირაცია, თუ როდის და როგორ იწერებოდა წიგნის პირველი ფურცლები, თუ რა იყო წიგნის შექმნის მიზანი, და რომ სწორედ ამ თაობას შესძლებოდა სწრად აღექვა იმ „ბნელი 90-იანების“ ნამდვილი ისტორია, რომ იმ დროსაც კი, ბევრ ანტიგმირთან ერთად, გმირებიც უხვად ჰყავდა საქართველოს.

სიამაყით და იმედით ივსები ადამიანი, როდესაც უყურებ 14 წლის გოგო ბიჭებს, რომლებიც ემოციურობისა და ნერვიულობის მიუხედავად წიგნის ავტორის გვერდით თამამად იკავებენ ადგილს და სიტყვით გამოდიან აუდიტორიის წინაშე, მადლობას უხდიან ავტორს გაზიარებული გამოცდილებისთვის, იმ ნამდვილი ისტორიებისთვის რისი უშუალო მონაწილეც თავად იყო იმ დროს, როცა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იწერებოდა. ეს, ის თაობაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდეს წარსული, რათა სწორი მიმართულება მისცეს საკუთარ მომავალს, წარსული - სადაც მათი თანატოლები დაუფიქრებლად სწირავდნენ სიცოცხლეს, რათა სწორედ ამ თაობას ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში. „უკან მომავალში“ - ეს წიგნი კი, შესანიშნავი საშუალებაა იმოგზაუო 90-იანი წლების საქართველოში და იმდროინდელი მოვლენების უშუალო მონაწილედ იგრძნო თავი.


პ.ს. ცალკე აღნიშვნის ღირსია და მინდა მადლობა გადავუხადო ნათია ჯიმშელეიშვილს ამ ლამაზი საღამოს, უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, ახალგაზრდა, ლამაზ და ენერგიულ, ნიჭიერ და პატრიოტ ქუთაისელ ქალბატონს, რომლისთვისაც ბესო ჩუბინიძის ქუთაისელ მკითხველთან შეხვედრის ორგანიზება არ ყოფილა პირველი და არც უკანასკნელი ღონისძიება. ამ ქალაქში მას უდიდეს პატივს სცემენ და დამსახურებულად აღიარებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საზოგადო მოღვაწეს თანამედროვეობისა.
კოლორიტ ქუთაისელებს კი, თავად წიგნის ავტორმაც საჯარო მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე მობრძანებისთვის. საღამო შედგა და შედგა ისე, როგორც ეს ღირსეულ ქართველებს შეშვენის - მასპინძლებსაც და სტუმარსაც.

ლეკა ფაჩულია

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0