x
image
ელენე გუმა
“და-ძმა 1 დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო” – მზიკო ბალახაშვილი გარდაცვლილ და-ძმას გლოვობს
image
“მეტი რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მეტი, დავიღუპეეეე დედა... ცოცხალს მაინც ჩამოგისწრო, დეეე, ჩემო დედიკო” – წერს გარდაცვლილი და-ძმის და მზიკო ბალახაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

როგორც ირკვევა, გოგონა ემიგრაციაში იმყოფება. წერს, რომ მისმა ძმამ, დათო ბალახაშვილმა, ავტომობილი ტრაგედიამდე 2 დღით ადრე იყიდა.

“დათო, დათუჩა, ჩემო ძამიკო, ჩემო თბილო, ტკბილო, კეთილო... რა გავაკეთო ახლა მე? რა ვქნა, ეს რა მიქენი, ჩემო დათუჩა? აღარ მყავხარ, გული მაქვს ჩაწყვეტილი... და-ძმა ერთად მომიკვდით, წახვედით, აღარ თენდება ეს ღამე, რომ მოვიდე და მკვდრებს ჩაგეხუტოთ. ჩემო დათუჩა, დაო მთვარო, ორი დღის ნაყიდი მანქანა და ამხელა ტრაგედია... და-ძმა ერთ დღეს დავკარგე. დედიკოოოო მაინც გადამირჩინე ღმერთო”.“როგორ, როგორ, როგორ ვიცხოვრო აწი მე? აღარ თენდება ეს შავი ღამე” - წერს ავარიის შედეგად გარდაცვლილების და მზია ბალახაშვილი.

28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



imageimageimage


0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0