x
image
Yoona
Mediator image
ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ პატინსონი „ოსკარისთვის“ იბრძოლებენ
რამდენიმე კინოსტუდიამ „ოსკარის“ პრემიაზე მთავარი როლის შესრულებაზე კაცი მსახიობის ნომინაციაზე თავისი პრეტენდენტები დაასახელეს. ნომინაციის ნომინანტები 2020 წლის 13 იანვარს წარმოდგენილი იქნებიან.


image

წელს კინოსტუდიებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარ ფილმებში მთავარი ვარსკვლავები დაყონ ნომინაციებად „საუკეთესო კაცი მსახიობი“ და „მეორეხარისხოვანი კაცი მსახიობი“ - ასე მოიქცნენ Sony, A24 და Netflix.


კომპანია Sony-მ, რომელმაც კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ...ჰოლივუდში“ გამოუშვა, განსაზღვრა თუ ლეონარდო დიკაპრიოს და ბრედ პიტთან მიმართებაში როგორ მოიქცეს. საქმე იმაშია, რომ ორივე მსახიობმა ფილმში მთავარი როლი შეასრულა და პრესტიჟულ ნომინაციაზე შეიძლება წარდგენილი იყოს. ამრიგად, დიკაპრიო წარდგენილია ნომინაციაზე „საუკეთესო კაცი მსახიობი“, ხოლო ბრედ პიტი „მეორეხარისხოვანი კაცი მსახიობის“ ჯილდოსთვის იბრძოლებს.



image

ბრედ პიტისთვის მთავარ ამერიკულ კინოპრემიაზე ეს მეოთხე ნომინაცია იქნება - 2009 და 2012 წელს ის ოსკარზე „საუკეთესო კაცი მსახიობის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი ფილმებისთვის „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ და „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“. 1996 წელს წარდგენილი იყო „მეორეხარისხოვანი კაცი მსახიობის“ ნომინაციაზე ფილმისთვის „12 მაიმუნი“, რომლის რეჟისორი ტერი გილიამია.

როგორც ანალიტიკოსები თვლიან, ასეთი მდგომარეობა ბრედ პიტის გამარჯვების შანსს ზრდის, დიკაპრიოსგან განსხვავებით, რომელმაც თავისი „ოსკარი“ სულ ცოტა ხნის წინ 2016 წელს აიღო ფილმ „გადარჩენილებში“ მთავარი როლის შესრულებისთვის.


ამავე მეთოდით Sony-მ გადაანაწილა ნომინაციები ფილმისთვის „ლამაზი დღე სამეზობლოში“. მთავარი კატეგორია მეთიუ რიზს, ხოლო მეორეხარისხოვანი - ტომ ჰენქსს შეხვდა.


image

მსგავსი მეთოდით სტუდია A24-მა ფილმისთვის „შუქურა“ ორი მთავარი სამსახიობო ნომინაცია გადაანაწილა. რობერტ პატინსონი „საუკეთესო კაცი მსახიობის“ ნომინაციისთვის, ხოლო უილემ დეფო „მეორეხარისხოვანი“ ნომინაციისთვის იბრძოლებს.


image

Netflix-მა ვატიკანის შესახებ ფილმში „ორი პაპი“ მთავარი როლების შემსრულებლები ასე გადაანაწილა. ჯონათან პრაისი მთავარი ნომინაციისთვის, ხოლო ენტონი ჰოპკინსი მეორეხარისხოვანი ჯილდოსთვის იბრძოლებს.


image

სტუდიებმა Walt Disney-მ და 20th Century-მ ფილმის „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ ორივე შემსრულებელი მეთ დეიმონი და კრისტიან ბეილი მთავარ ნომინაციაზე წარადგინა. ასე მათ არა მხოლოდ კოლეგებთან, დიკაპრიოსთან და პატინსონთან, არამედ ერთმანეთთან კონკურენციაც მოუწევთ.


image

Warner Bros-მა თავისი კანდიდატურა ჯერ კიდევ არ წარმოადგინა, მაგრამ ყველა სპეციალისტი თვლის, რომ კომპანია მთავარ ნომინაციაზე წარადგენს ხოაკინ ფენიქსს ჯოკერის როლის შესრულებისთვის ამავე სახელობის ფილმში.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

კიანუ რივზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიკეთე - მარტივი საქმეა

image

ამ მსახიობის ქონება 714 მლნ დოლარს შეადგენს, თვეში კი მხოლოდ 100 დოლარს ხარჯავს

image

ერთი კითხვა, რომელმაც ალკოჰოლიკი, ურწმუნო ენტონი ჰოპკინსი ქრისტიანი გახადა

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
266
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
266