კინო 13 მსახიობი, რომლებიც ერთ დროს არამარტო სილამაზით ბრწყინავდნენ 8 ივლისი, 11:18 დღეს ხალხს ყურადღება გადააქვს ახალგაზრდა მსახიობების გლამურზე და გარეგნობაზე, რომელთაც შესაძლოა სამსახიობო ნიჭი არ ჰქონდეთ, მაგრამ მაინც იღებდნენ მთავარ როლებს და ფანების სიყვარულს. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე აფასებდნენ არა მხოლოდ სილამაზეს (თუმცა კინოს სამყაროში მის გარეშე შეუძლებელია), არამედ სამსახიობო ოსტატობას, რომლითაც გამოირჩეოდნენ მთავარი როლებისთვის მებრძოლი ლამაზმანების არმიაში. აი, 13 მსახიობი, რომლებიც ერთ დროს ბრწყინავდნენ არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ნიჭითაც. ვთვლით, რომ ახლაც ეს პატივსაცემი ქალბატონები ჰოლივუდის ნებისმიერ ვარსკვლავს დაჩრდილავდნენ. დაიანა რიგი კინოს და თეატრის ბრიტანელი მსახიობი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პოპულარობის პიკზე იყო და დედოფლის სტატუსიც „დამა“ მიენიჭა. სერიალში „სამეფო კარის თამაშები“ ლედი ოლენა ტირელის როლი შეასრულა. გარდაიცვალა 2020 წლის 10 სექტემბერს 82 წლის ასაკში. კერი ფიშერი ამერიკელი მსახიობი და მწერალი. ყველაზე მეტად ცნობილია პრინცესა ლეიას როლით კინო საგაში „ვარსკვლავური ომები“. გარდაიცვალა 2016 წლის 27 დეკემბერს 60 წლის ასაკში. ჯეინ ფონდა როგორც ცნობილი ჰენრი ფონდას ქალიშვილმა, ჯეინმა შეძლო ჰოლივუდის სამყაროსკენ გზის გაკვალვა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ნიჭითაც. შესრულებული როლების რაოდენობა, ასევე კინოაკადემიის ჯილდოების ნაკრები შთამბეჭდავია. ჰელენ მირენი ბრიტანელი მსახიობი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა გვირგვინოსანი ქალების როლების შესრულებით. მირენმა სამჯერ ითამაშა ინგლისის დედოფლები (შარლოტა, ელისაბედ I, ელისაბედ II). 1979 წელს იგი შენიშნეს სკანდალურ ფილმში „კალიგულა“ მონაწილეობის წყალობით. მერილ სტრიპი თეატრისა და კინოს ამერიკელი მსახიობი ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად ითვლება. როგორც ჩანს, უამრავი ჯილდოს და პრიზის მფლობელს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ როლს - სტრიპი აგრძელებს ფანების და კრიტიკოსების აღტაცებას ახალი როლებით. სოფი ლორენი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მსახიობი და მომღერალი. ლორენი დღემდე ბრწყინავს საზოგადოებაში. სუზან სარანდონი ამერიკელი მსახიობი და „ოსკარის“ ლაურეატი. ყველაზე ცნობილი როლები 40 წლის შემდეგ შეასრულა, თამაშობდა ბროდვეიზეც. გოლდი ჰონი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. „ოსკარის“ ლაურეატი 1969 წელს ფილმში „კაქტუსის ყვავილი“ შესრულებული როლისთვის. ბოლო რამდენიმე წელია ფილმებში არ უთამაშია. ბრიჟიტ ბარდო ფრანგი მსახიობი და მომღერალი ცნობილი გახდა 1956 წელს ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ შესრულებული როლისთვის. 1950-1960-იან წლებში სექს-სიმბოლოდ იყო აღიარებული და ახალგაზრდა მსახიობები დღემდე ცდილობენ, მის იმიჯს მიბაძონ. 1973 წელს კინოკარიერა დაასრულა და დაიწყო აქტიური ბრძოლა ცხოველების დასაცავად. მეგი სმითი ბრიტანელი მსახიობი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა ჰარი პოტერის ფილმებში პროფესორ მაკგონაგელის როლის წყალობით. უამრავი ჯილდოს და პრიზის მფლობელი 89 წლის მსახიობი აგრძელებს წარმატებით მსახიობობას ფილმებში. კატრინ დენევი ფრანგი მსახიობი და მომღერალი, თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ვარსკვლავის სტატუსი შეიძინა 1964 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმის „შერბურგის ქოლგები“ ჩვენების შემდეგ. ჯულია ენდრიუსი ბრიტანელი მსახიობი, მომღერალი და მწერალი. კარიერა დაიწყო ბროდვეიზე, სადაც „მიუზიკლის დედოფლად“ შერაცხეს. მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა ფილმში „მუსიკის ხმა“ მთავარი როლის წყალობით. ჯუდი დენჩი კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საპატიო ბრიტანელი მსახიობი. ცნობილი გახდა ჯეიმს ბონდის ფილმების სერიიდან, სადაც აუღელვებელი M ითამაშა. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შეიცვალნენ მსახიობები საკულტო ფილმებიდან, რომელთა გამოსვლიდან 25 წელი გავიდა კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა ჯენის დიკინსონის ცხოვრების ისტორია – სკანდალური ჯადოქარი და მსოფლიოში პირველი სუპერმოდელი ლამაზმანი ივ მეიერი – ბრწყინვალე ცხოვრება ტრაგიკული დასასრულით გაუმარჯოს ზაფხულს! ცნობილი ლამაზმანების ვინტაჟური ფოტოები სანაპიროზე 654 1-ს მოსწონს |