x
image
ტორნადო07
კოცნის ხელოვნება (სასარგებლო რჩევები)
imageწარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას კოცნასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცეების გამეორება დაგეხმარებათ იმაში, რომ პარტნიორს დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე წუთები აჩუქოთ. მაშ ასე გადავიდეთ კონკრეტულ რჩევებზე:

1)აირჩიეთ შესაფერისი გარემო, ან შექმენით ის. მაგალითად გაანათეთ ოთახი თბილი და რბილი შუქით. ამის გაკეთებს შეძლებთ ნარინჯისფერი ან ვარდისფერი სანთლების ანთებით ან შესაბამისი ფერის ნათურის გამოყენებთ.

2)კოცნის დროს ნაზად შეეხეთ თითებით პარტნიორის ყურებს. ეს ნაზი ჟესტი გამოხატავს თქვენი გრძნობების ძალას. ასევე ის საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ პოზიცია და პარტნიორს თავი ცოტათი გადაახრევინოთ.

3)ჩასჩურჩულეთ ნაზი სიტყვები, ის რომ კოცნისას თქვენი ტუჩები დაკავებულია არ ნიშნავს რომ ჩუმად უნდა იყოთ.


4)ნუ გადაიქცევით მონუმენტად. ცოტათი იმოძრავეთ. მაგალითად კოცნის დროს მოეფერეთ პარტნიორს მხრებზე და ზურგზე.

5)უთხარით არა არასასიამოვნო სუნს პირიდან. თუ საშუალება არ გაქვთ გაიხეხოთ კბილები შეჭამეთ ვაშლი ან დაღეჭეთ საღეჭი რეზინი ბოლოს და ბოლოს. თანაც კოცნა და რეზინის ღეჭვა საკმაოდ კარგი ექსპერიმენტია, თუმცა ეს უკვე უმაღლესი პილოტაჟის სფეროა.

6)დაივიწყეთ მორიდებულობა. ნუ შეგეშინდებათ პირის ცოტათი უფრო ფართოდ გაღების.

7)ფრანგული კოცნა. მამაკაცების უმეტესობა მას პირველ ადგილზე აყენებს. იმისათვის, რომ ფრანგული კოცნა ნამდვილად დაუვიწყარი გამოგივიდეთ ენით უნდა იაქტიუროთ, გაეთამაშეთ პარტნიორის ტუჩებს, ენას, გაუსვით ენა კბილებზე, ეთამაშეთ "დამალობანა"... იყავით კრეატიულები.

8)გამოიყენეთ შემდეგი პრაქტიკა: მიეცით საშუალება პარტნიორს გაკოცოთ ქვედა ტუჩზე, როდესაც თქვენ მის ზედა ტუჩს კოცნით და შემდეგ შეცვალეთ პოზიციები... ამ დროს მსუბუქად უკბინეთ ტუჩზე...

9)დაარღვიეთ მონოტონურობა. გააოცეთ პარტნიორი კოცნის ინტენსივობის, ხანგრძლივობის და ტემპის ცვლილებით.

3
888
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
888
  
2012, 1 აგვისტო, 2:23
რამე ახალი :D:D
2012, 31 ივლისი, 22:45
მეც მაგის იმედი მაქვს :)
2012, 31 ივლისი, 22:41
ყველაფერს გავითვალისწინებ იმედია გამოდგება..:D
0 1 3