x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
21 წლის სლოვენიელმა გოგომ ცირკულარული ხერხით, დაზღვევის მიღების მიზნით მტევანი მოიხერხა და 8 წლით ციხეში ყოფნაც "გაიჩალიჩა"

image თაღლითობის უამრავი ფორმა გამიგონია, წამიკითხავს და თავადაც შევსწრებივარ, მაგრამ ის რაც ულამაზესმა სლოვენიელმა 21 წლის ჟერკა კიორჩემ ჩაიდინა ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას სცილდება, მეტიც ეს წარმოუდგენელი საშინელებაა.
აღნიშნულმა გოგონამ სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით ხელის მტევანი ცირკულარული ხერხით მოიხერხა.
როგორც აღმოჩნდა გოგოს ხელი დაზღვეული ჰქონდა 380 000 ევროდ, თუმცა ამ საქციელით ჟერკამ საკუთარ თავს ორმაგი განაჩენი გამოუტანა.
ლიუბლიანას მცხოვრებმა გოგომ იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობის გამო ასეთ საშინელ ქმედებას "მოაწერა ხელი".
თუმცა ექიმებმა და პოლიციელებმა მალევე დაადგინეს, რომ გოგონას უბედური შემთხვევა არ შემთხვევია და ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი 380 000 ევროდ დაზღვეული ხელის, დაზიანების საკომპენსაციოდ დაზღვევის ფულის მისაღებად.
გოგონას დასახული გეგმის შესრულებაში ხუთი მეგობარი მამაკაცი ეხმარებოდა, რომლებმაც მას გაუთქმელობის პირობა მისცეს და დახმარებასაც დაპირდნენ.
გოგონამ ცირკულარული ხერხით მოიჭრა ხელის მტევანი, მისმა ერთერთმა "თანანზრახველმა" მას ჯერ ხელი გადაუხვია, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგო კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანა და მას პლასტიკური ქირურგების ბრიგადის მიერ უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა-გოგოს მოჭრილი ხელი მიაკერეს და დაზიანებული მყესები და სისხლძარღვებიც აღუდგინეს.
ჟერკამ გამოძიებას განუცხადა, რომ საშეშედ ტოტების ხერხვისას მოიჭრა ხელი, რაც გამოძიებით არ იქნა დადასტურებული, მისი თანამზრახველებიც აალაპარაკეს და ჟერკას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
ჟერკას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება თაღლითობის გამო, სავარაუდოდ არც მისი თანამზრახველები ასცდებიან დამსახურებულ სასჯელს.
ბევრს გაუკვირდება თაღლითობის გამო ამხელა ვადით 21 წლის გოგოს ციხეში გაშვება რა უბედურებააო!
საქმე შემდეგშია-გამოძიებისას გაირკვა, ჟერკა მარტო საკუთარი კეთილდღეობისთვის არ "ზრუნავდა", მას 5 სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში ჰქონდა ხელი დაზღვეული და თუ მისი ქმედება გაამართლებდა (რაშიც მას და მის მეგობრებს ეჭვი არ ეპარებოდათ) სახელმწიფოს მიადგებოდა 3 მილიონ ევროზე მეტი ზარალი.
დაზღვევის თანხას კი 6 ნაწილად გაყოფდნენ, ბუნებრივია ყველაზე მეტს ჟერკა მიიღებდა, როგორც "დაზარალებული".

0
739
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
739