საზოგადოება ნახეთ, რას წერს ცოტნე გამსახურდია დავით ქაცარავაზე 2019, 26 ოქტომბერი, 23:56 საქართველოს პრიველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში დავით ქაცარავაზე წერს. მისი თქმით, დათო ქაცარავას ხალხი აგინებს, დასცინის, ათასგვარ საზიზღრობას უგონებს ისე, რომ თვალითაც არ ჰყავთ ნანახი და არავითარი შეხება არ ჰქონიათ. "დათო ქაცარავას ხალხი აგინებს, დასცინის, ათასგვარ საზიზღრობას უგონებს ისე, რომ თვალითაც არ ჰყავთ ნანახი და არავითარი შეხება არ ჰქონიათ... ეს ამორალურობის, არაადამიანობის რა ფენომენია, მეცნიერულ დონეზე საინტერესოა ამის გამოკვლევა! ვის რას უშავებს დათო, რუსებისა და ოსების გარდა? იმათაც, ხელს უშლის ჩვენი მიწის მითვისებაში, როგორც შეუძლია. ან ვისთვის რა დაუშავებია? რა ხეირი აქვს ანტისაოკუპაციო ბრძოლიდან? ორმოც წელს გადაცილებული კაცისთვის ტყესა და ღრეში ხეტიალი და ღამეების თენება საცა მოგიხდება, პურზე და წყალზე ყოფნა ზამთარ-ზაფხულ, ადვილი გგონიათ? პიარს იკეთებსო. ზოგი ბოზობით იკეთებს პიარს, ზოგი ვაზელინობით და ზოგი ხიხოს ხელის ბიჭობით, სამშობლოს დაცვაზე პიარის კეთება გაგონილა? წაეთრიეთ და თქვენც გაიკეთეთ, ვინც ხმა ამოიღოს, თქვენზე უარესი იყოს! რა არის ეს, სინდისის მიჩუმათების მცდელობა? შური და ბოღმა, რომ ადამიანი აკეთებს იმას, რის თავიც შენ არა გაქვს?! დავალებულებზე და სუსის სეკსოტებზე არაფერს ვამბობ, მათი ყეფა გასაგებია. მე პირადად გული მეთანაღრება, რომ ჩემი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გამო არ ვდგავარ იქ, ატოცში, ჩორჩანაში, და მეტს არ ვაკეთებ ფიზიკურად იმისთვის, რომ შევაჩეროთ ბინძური იმპერია. რადგან ვიცი და მახსოვს, ბევრჯერ მინახავს და გამომიცდია, რით პასუხობს ეს ხალხი მის კეთილისმყოფელს, და ვფიქრობ, რომ ხალხი, ვინც ქვეყნის საზღვრის დაცვას რამდენიმე კაცის ამარა ტოვებს და მათვე უშვერად აგინებს, ამ სამოთხისდარ ადგილას არ უნდა ცხოვრობდეს..." 851 1-ს მოსწონს
|