ფიტოთერაპია 9 სამკურნალო მცენარე რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ 2019, 25 ოქტომბერი, 18:50 ბაზილიკიბაზილიკი (ocimumbasilicum), ფართოდ გამოიყენება სალათებში, სოუსებსა და სხვადასხვა კერძებში, ბაზილიკში უამრავი ვიტამინია, მაგ: K-ვიტამინი, რკინა. ეს მცენარე არაჩვეულებრივი საშუალებაა დაავადებებთან საბრძოლველად.მაგალითად მანგანუმი დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ნივთიერებების მეტაბოლიზმზე. მცენარისგან ამზადებენ ჩაის, მალამოსა და სხვადასხვა მედიკამენტებს. ბაზილიკის დადებითი თვისებები: ➨ამცირებს სტრესს ➨გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული მოქმედება ➨მდიდარია ანტიოქსიდანტებით ➨ამცირებს სიბერესთან დაკავშირებულ ზოგიერთ დისკომფორტს ➨ამცირებს შეშუპებასა და ანთებას ➨აძლიერებს ძვლებსა და ღვიძლს ➨ამაღლებს იმუნიტეტს ➨აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კატაბალახაკატაბალახა(nepeta cataria) გასართობი მცენარეა კატებისთვის. მისი არომატი სტიმულატორად მოქმედებს კატებზე და იზიდავს მათ, და ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს მათზე.ასევე ადამიანებიც იყენებენ მასს სტრესის საწინააღმდეგოდ, და საძილე საშუალებად. მისი სასარგებლო თვისებების მიზეზია მასში ნეპეტალაქტონის, თიმოლისა და სხვა აქტიური ნივთიერებების არსებობა. კატაბალახას დადებითი თვისებები: ➨კარგი საშუალებაა მწერების მოსაგერიებლად და ამცირებს ნაკბენის გაღიზიანებას. ➨ამცირებს: შფოთვას სტრესსა და მოუსვენრობას ➨აყუჩებს კუჭის ტკივილს ➨აჩქარებს გამოჯანმრთელებას სიცხისა და გაცივების დროს სამკურნალო გვირილასამკურნალო გვირილა (matricaria chamomilla) შეიცავდ დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს . გვირილის გამხმარ ყვავილებს იყენებენ ჩაის დასამზადებლად (დარწმუნდით რომ ყვევილები ბოლომდე გამშრალია). მიიღეთ ჩაი დაძინებამდე, იგი დაგეხმარებათ მშვიდ ძილში. სამკურნალო გვირილას დადებითი თვისებები: ➨აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას ➨ამცირებს ტკივილს ➨ამცრებს ანთებასა და შეშუპებას ბაბუაწვერაკარგად უნდა დაფიქრდეთ, მანამ სანამ ამ მცენარეს თქვენი ბაღიდან გააქრობთ, K და c ვიტამინი, კალციუმი, რკინა და სხვა ნივთერებები მცენარეს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ეს ვიტამინები და მინერალები ეხმარება ძვლებსა და ღვიძლს.ბაბუაწვერას ყველა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ. ფესვებს იყენებენ ჩაის დასამზადებლად, ფოთლებს კულინარიაში, ასევე მისი წვენი კანისთვისაა კარგი. ბაბუაწვერას დადებითი თვისებები: ➨დადებითად მოქმედებს ღვიძლზე ➨კურნავს კანის ინფექციებს ➨ეხმარება ძვლების ჯანმრთელობას ➨კურნავს და პრევენციას უკეთებს საშარდე გზების ინფექციებს ნიორინიორი (allium sativum) ეს ჯადოსნური მცენარე შესანიშნავია ინფექციებთან საბრძოლველად, გვეხმარება ქოლესტერინის რეგულაციაში და ბევრი სხვა. საუკეთესოა მოუმზადებელი, უმი ნივრის ჭამა ნივრის დადებითი თვისებები: ➨კარგია გულის დაავადებების პრევენცისთვის ➨დაბლა წევს ქოლესტერინსა და სისხლის წნევას ➨კარგია დემენციის, ალცჰაიმერისა და მსგავსი დეგენერაციული დაავადებეის პრევენციაში ➨აუმჯობესებს საჭმლის მონელებას ლავანდალავანდა (lavandula) ცნობილია თავისი დამამშვიდებელი სურნელით. ლავანდას ჩაი სასარგებლოა ძილის წინ მშვიდად დასაძინებლად. ლავანდას ზეთს იყენებენ მასაჟების დროს და თმის სამკურნალოდ. ლავანდას ყვავილებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაი. ლავანდას დადებითი თვისებები: ➨ამსუბუქებს დაძაბულობას და ხსნის სტრესს ➨ამცირებს თავის ტკივილს და კარგად მოქმედებს შაკიკზე ➨აჯანსაღებს თმასა და კანს ➨ებრძვის აკნეს ➨კურნავს სასუნთქი გზის პრობლემებს ბარამბობარამბოს (melissa officinalis) სამკურნალოდ გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მას იყენებენ სტრესის დროს და ასევე კარგი საშუალებაა მწერების მოსაგერიებლად. მცენარეს არაჩვეულებრივი არომატი აქვს და იყენებენ ჩაის დასამზადებლად, ნაყინებსა და სხვა. ბევრი ადამიანი თანხმდება რომ ბარამბოს ჩაის აქვს დამამშვიდებელი ეფექტი როგორს დიდებში ასევე მოუსვენარ ბავშვებში. ბარამბოს დადებითი თვისებები: ➨ამცირებს ანთებას ➨აქვს დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება ➨ამცირებს მენსტრუაციულ ტკვილებს ზაფრანაზაფრანა (tagetes) არაჩვეული საშუალებაა კანის გასაუმჯობესებლად, შეცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვსაა სასარგებლო და ასევე კარგი არჩევანია მწერების მოსაგერიებლად. გამხმარი ყვავილისგან ამზადებენ ჩაის ზაფრანას დადებითი თვისებები: ➨აჯანმრთელებს კანს და კურნავს კანის ინფექციებს ➨ამცრებს ანთებას ➨გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება ➨კუნავს ყურის ტკივილსა და ინფექციას როზმარინიროზმარინი (rosmarinus officinalis) სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას და ეხმარება თმას ზრდაში. როზმარინის ჩაი კარგი არჩევანია ღამით სწავლის დროს და თმის ცვენისას. როზმარინის დადებითი თვისებები: ➨ამცრებს ანთებას ➨აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ➨აუმჯობესებს მეხსიერებას ➨კარგია ქოშინის დროს ➨ეხმარება ღვიძლს ფუნქციონირებაში ➨ეხმარება თმას ზრდაში იხილეთ ასევე:კიბოს სიმპტომები ჯადოსნური სამკურნალო მცენარეები რა არის ქოლესტერინი და როგორ ვაკონტროლოთ იგი 1028 3-ს მოსწონს
|