x
image
ნოდარ ხვედელიძე
ჯადოსნური სამკურნალო მცენარეები

ყურძნის თესლის ექსტრატი

image

ფართოდ გამოიყენება ყურძნის თესლისგან დამზადებული ექსტრატი რომელიც იყიდება კაფსულების, ტაბლეტების ან თხევადი სახით. ცნობილია მისი ანტი ოქსიდანტური მოქმედება, იგი ძალზედ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლად, იგი ზრდის მაღალი სიმკვრივის(კარგ) ქოლესტერინს სისხლში და ამცირებს დაბალი სიმკვრივის(ცუდ)ქოლესტერინს. ასევე აჩერებს სიმსივნის ზრდას.

ყურძნის თესლის ექსტრატი სასარგებლოა შემდეგი დაავადებების დროს:

➪კიბო

➪მაღალი ქოლესტერინი


➪მაღალი წნევა

➪შეშუპება

გასათვალისწინებელი საკითხები:

➪სიფრთხილეა საჭირო თუ იღებთ სისხლის გამათხელებლებს ან წნევის დამწევს

➪შესაძლოა შეამციროს საკვებიდან რკინის შეწოვა

გინკო

image

ერთ-ერთი უძველესი ხის სახეობა, იგი უძველესი დროიდან გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. ფოთლებს იყენებენ კაფსულების, ტაბლეტების, ექსტრაქტების დასამზადებლად, ხოლო გამომშრალი ფოთლებით ამზადებენ ჩაის.

მცენარე აძლიერებს ტვინის ჯანმრთელობას, ეფექტურია მისი გამოყენება: დემენციის, ალცჰაიმერისა და ისეთი ადამიანებისთვის ვისაც დამახსოვრების პრობლემა აქვს.

ბოლო კვლევებმა აჩვენეს გინკოში შემევალ ელემენტი რომელიც ეფექტურია დიაბეტის დროს, ასევე მას კარგი გავლენა აქვს ძვლის შეხორცებაში.

გინკოს სასარგებლოა შემდეგი დაავადებების დროს:

➪დემენცია

➪ალცჰაიმერი

➪ანთება

➪დიაბეტი

➪ძვლის დაავადებები

➪შფოთვა

➪დეპრესია

გასათვალსწინებელი საკითხები:

➪დიდი ხნით გამოყენება ზრდის ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკს.

➪გინკოს თესლი შხამიანია

➪გვერდითი ეფექტები შესაძლოა იყოს:თავის ტკივილი, შებერილობა, თავრუსხვევა, და ალერგიული რეაქციები.

➪გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რათა გამოირიცხოს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებები.

კურკუმინი (ტურმერიკი)

image

წარმოშობით ინდური სანელებელი, გააჩნია ანტისიმსივნური და დნმ-მუტაციის პრევენციული მოქმედება.

როგორც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, ხშირად იყენებენ ართრიტის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად. სანელებელს მთელი მსოფლიოს მაშტაბით იყენებენ კულინარიაში.

ბოლო კვლევებმა აჩვენა მისი დადებიტი გავლენა სხვადასხვა დერმატოლოგიურიდაავადებებისა და სახსრების ართრიტის დროს.

კურკუმინის სასარგებლო თვისებები:

➪გამოიყენება ანთებითი დაავადებების დროს, როგორიცაა მაგალითად:ართრიტი

➪კიბოს პრევენცია

➪დნმ-მუტაციის პრევენცია

➪ზოგიერთი დერმატოლოგიური დაავადების განკურნება

გასათვალისწინებელი საკითხები:

➪არ შეიძლება მისი გამოყენება გადაჭარბებულად, უმჯობესია დავამატოთ საკვებს ან მომზადდეს ჩაი

➪დიდი ხნით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის პრობლემები

➪კურკუმინი რთულად შეიწოვება ორგანიზმში, წიწაკასთან ერთად მიღება კი აადვილებს მის შეწოვას

სელის თესლი

image

სელის თესლი, ასევე ზეთი, არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო არჩევანი მცენარეულ დანამატებს შორის. კარგადაა ცნობილი მისი ანტიოქსიდანტური აქტივობა, და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ მას აქვს მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცისუნარი, ასევე კვლევები გვიჩვენებს რომ: სელის თესლი ამცირებს სისხლის წნევას, აქტიურად იყენებენ წონაში დასაკლებად.

სელის თესლის სასარგებლო თვისებები:

➪ამცირებს სიმსუქნეს

➪არეგულირებს სისხლის წნევას

➪მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია

➪ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

გასათვალისწინებელი საკითხები:

➪სელის თესლი ამცირებს ესტროგენის გამომუშავებას, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ორსულობის დროს

➪ნუ მიირთმევთ ნედლ ან დაუმწიფებელ თესლს, ასეთი თესლი ტოქსიკურია.

0
410
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0