სხვა რომელი კურორტი რა დაავადებას კურნავს 2015, 9 ივნისი, 18:21 საქართველოში უამრავი კურორტია რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.
წაღვერი სიმაღლე:1020-1050 მეტრი ზღვის დონიდან წაღვერი არის კლიმატურ-ბანეოლოგიური კურორტი რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით, აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა-ტენიანმა ჰაერმა განაპირობა რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ. წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროკოლეცისტიტი, და საშარდე გზების დაავადებები. ბაკურიანი სიმაღლე:1750-1950 მეტრი ზღვის დონიდან ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის მშრალი ჰავა, და შესაბამისად აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის, ბაკურიანის კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის როგორებიცაა: სასუნთქი გზების არატუბერკულიოზური დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი, და ბრონქული ასთმის მსუბუქი და საშუალო ფორმები. შოვი სიმაღლე:1600 მეტრი ზღვის დონიდან შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა, და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ, შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელ ია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის. მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, ბრონქიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებები და სხვა... ბახმარო სიმაღლე: 1913-1990 მეტრი ზღვის დონიდან ბახმარო საქართველოს ულამაზესი კურორტია, მისი თვისებების გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი ზაფხულშია, აქ არის ზღვის ჰავასთან შერწყმული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ბახმაროში მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა, და სასუნთქი გზების დაავადებები აბასთუმანი სიმაღლე:1200-1500 მეტრი ზღვის დონიდან აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით, მკურნალობის ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმა, და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულიოზური ლიმფატები, და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი, და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები. საირმე სიმაღლე:1100 მეტრი ზღვის დონიდან საირმეში მდებარეობს დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, ამიტომაც აქ მინერალური წლის აბაზანებით და მიღებით მკურნალობენ, აქ მკურნალობის ჩვენებებია:სარდ-სასქესსო დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული პროსტატი, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო დონის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, პანკრეატიტი და სხვა... ახტალა სიმაღლე:410-430 მეტრი ზღვის დონიდან ახტალა დაბალი კურორტია, ზღვის დონესთან მისი დაბალი მდებარეობა ქმნისი დაბალი მთის კლიმატურ ზონებს, ახტალაში მკურნალობის ჩვენებებია:გულ სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები, და სახსრების დაავადებები. ურეკი ურეკი კურორტებში ქვიშითაა ცნობილი, ურეკი საუკეთესოა სისლძარღვების დაავადებების, და ქრონიკული მრავალფეროვანი დაავადებების სამკურნალოდ. წყალტუბო უნიკალური ბალნეოკურორტი ქუთაისიდან 7 კილომეტრში. ზღვის დონიდან 120 მ. აქ არსებული რადონული მინერალური წყლები კურნავს - საყრდენ მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ და კანის რიგ დაავადებებს. კურორტი 1892 წლიდან მასპინძლობს ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს 30233 14-ს მოსწონს |
მანგლისზედაც დაწერეთ?!
დიდი პატივისცემით მეგი ჯიჯავა
ვფიქრობ არ გსმენიათ კურორტ ,,ბეშუმის"შესახებ, გთხოვთ აჭარის მაღალმთიანი ეს კურორტიც გააცნოთ ხალხს.
,,ბეშუმი '' ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ.
მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 °C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.
ლიკანის სანატორიუმის შესახებ დაწერეთ და გააცანით ხალხს თუ რა დანიშნულებით იყენებდნენ ჩვენი წინაპრები იქ ბუნებრივად ამომავალ თბილ სოდიან წყლებს. კომუნისტების დროს საგზურს ვერ იშოვნიდი, მიშას დროს „დათრეული ქონდათ“ , ხალხს არ აკარებდნენ, ამ მართლაც სახალხო კურორტს. აუხსენით რა პროცედურებს და როგორ იტარებდნენ სამკურნალო თუ პროფილაქტიკური მიზნით, როგორ და რისთვის „ირეცხდნენ“ ორგანიზმს შიგნიდან თუ გარედან.