კიბო სიკვდილიანობის მეორე მიზეზია მსოფლიოში, დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი განკურნებისათვის.
1. უეცარად და აუხსნელად წონაში კლება

წონაში კლება, ყველანაირი მცდელობის, ვარჯიშისა და დიეტის გარეშე არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი: კუჭის, ფილტვისა და პაკრეასის კიბოს დროს.
2.მაღალი სიცხე
ცხელებას იწვევენ სისხლის კბოები, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომა, პირველ სტადიებზე. ცხელება ასევე არის ადრეულ სტადიაზე თირკმლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომი.
3.დაღლილობა

დროდადრო დაღლილობა ბუნებრივია. განსაკუთრებით დატვირთული კვირის შემდეგ, თუმცა თუ დაღლილობა არ გშორდებათ დასვენების შემდეგ ეს შესაძლოა მიანიშნებდეს: კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და სისხლის (ლეიკემია) კიბოზე.
4.ტკივილი

ტკივილი კიბოს საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, და ასევე ყველაზე გავრცელებული სიმპტომი რომელიც უგულველყოფილია. ძვლისა და სათესლის კიბოს შეუძლია გამოიწვიოს ტკვილი. ხშირი და მძიმე თავის ტკივილი შესაძლოა მიანიშნებდეს: ტვინის სიმსივნეზე, ზურგის ტკივილი კი საკვერცხისა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე.
5.დეფეკაციის პრობლემები

დიარეა და ყაბზობა რომელიც არ გვარდება მედიკამენტოზურად ან ცვლილებები განავალში შესაძლოა მიანიშნებდეს მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოზე.თუ შარდში ამჩნევთ სისხლს შესაძლოა ეს იყოს შარდის ბუშტისა და პროსტატის კიბოს ნიშანი.
6.უჩვეულო სისხლდენა

სისხლდენა ჩვეულებრივ ყოველთვის საფრთხილოა, ასევე არის კიბოს რისკიც. სისხლიანი ნახველი შესაძლოა მიუთითებდეს ფილტვის კიბოზე, შარდში ან განავალში სისხლი შესაძლოა იყოს: თირკმელების, მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის კიბოს სიმპტომი
7.ყლაპვის გართულება

თუ კი თქვენ გაქვთ ყლაპვის პრობლემა ეს შესაძლოა იყოს პირის ან საყლაპავის კიბოს ნიშანი. ასევე ასეთი გამოვლინება შესაძლოა ქონდეს ხორხისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს.
8.გულძმარვა

გულძმარვა შესაძლოა გამოწვიოს მთელმა რიგმა მიზეზებმა, მათ შორის: საკვებმა, ალკოჰოლმა, სტრესმა, მაგრამ თუ გულძმარვა არ გაივლის მედიკამენტოზური მკურნალობით ან მდგომარეობა გაუარესდება ეს შესაძლოა იყოს საკვერცხის, კუჭის ან ყელის კიბოს მიზეზი.
9.მუცლის ტკივილი და დეპრესია
თუმცა ეს კიბოს იშვიათი მიზეზია. მუცლის ტკივილთან ერთად დეპრესია ხშირია პაციენტებში რომელთაც პანკრეასის კიბო აქვთ.
იხილეთ ასევე:
რა არის აივი და შიდსი?
რა არის ქოლესტერინი და როგორ ვაკონტროლოთ იგი
ჯადოსნური სამკურნალო მცენარეები
ყველაფერი კიბოს შესახებ