x
მეტი
  • 04.03.2024
  • სტატია:133637
  • ვიდეო:354892
  • სურათი:507995
ყველაფერი კიბოს შესახებ
კიბო არის საერთო სახელი რომელიც მინიჭებული აქვს მრავალ დაავადებას. ყველა ტიპის კიბოს დროს სხეულის ზოგიერთი უჯრედი იწყებს ზრდას შეუჩერებლად და იწყებს მიმდებარე უჯრედებში გავრცელებას.

კიბო შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, რომელიც შედგება ტრილიონობით უჯრედისგან. ჩვეულებრივ უჯრედი იზრდება და წარმოქმნის ახალ უჯრედს. როდესაც უჯრედი ბერდება იგი კვდება და მის ადგილს იკავებს ახალი უჯრედი. კიბოს განვითარების დროს კი ირღვევა ეს მოწესრიგებული პროცესი: ხდება მეტი და მეტი უჯრედების გადაგვარება, ძველი და დაზიანებული უჯრედები არ კვდება და წარმოიქმნებიან ახალი უჯრედები მაშინ როცა ისინი არაა საჭირო. ეს ზედმეტი უჯრედები იზრდება და ფორმირდება სიმსივნედ.

ბევრი კიბო წარმოქმნის მკვრივ სიმსივნეს, რომელიც არის ქსოვილის გროვა, მაგრამ ზოგიერთი სიმსივნე როგორიცაა მაგალითად-ლეიკემია არ წარმოქმნის მკვრივ სიმსივნეს, ამიტომაც:

სიმსივნეს ეწოდება ავთვისებიანი თუ მას შეუძლია შეიჭრას ან გავრცელდეს მეზობელ ქსოვილებში. ასევე სიმსივნე რომელიც იზრდება ერთ ადგილას შესაძლოა მოწყდეს და გავრცელდეს ორგანიზმში სისხლის ან ლიმფის მეშვეობით და წარმოქმნას ახალი სიმსივნური კერა სხვა ადგილას.


განსხვავებით ავთვსებიანი სიმსივნეებისგან კეთილთვსებიანი სიმსივნე არ ვრცელდება და არ აზიანებს მეზობელ ქსოვილებს. კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთისას კი როგორც წესი იგი თავიდან აღარ იზრდება. თუმცაღა საუბედუროდ ზოგიერთი კეთლთვისებიიანი სიმსივნეც (მაგ:ტვინის) შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

image

როგორ წარმოიქმნება კიბო

კიბო გენეტიკური დაავადებაა - ანუ ხდება ისეთი გენების დაზიანება რომლებიც აკონტროლებენ უჯრედის ფუნქციებს, განსაკუთრებით:როგორ გაიზარდოს და გამრავლდეს უჯრედი.

გენეტიკური ცვლილებები რომლებიც იწვევენ კიბოს შესაძლოა მემკვიდრეობით გადმოგვეცეს მშობლებისაგან, ან შეძენილ იქნად სიცოცხლის მანძილზე რადგანაცგარემოში უამრავი ფაქტორი აზიანებს ადამიანის დნმ-ს. ასეთი ფაქტორებია: თამბაქოში შემავალი ქიმიური ნივთიერებები, რადიაცია და სხვა კარცენოგენები.

ყველა ადამიანის კიბო გამოწვეულია განსხვავებული გენების გადაგვარებით, სიმსივნის ზრდისას კი ხდება დამატებითი ცვლილებებიც.

image

როცა კიბო ვრცელდება

კიბო, რომელსაც შეუძლია გავრცელდეს თავდაპირველი მდებარეობიდან სხვაგან უწოდებენ მეტასტაზურ სიმსივნეს. მეტასტაზური სიმსივნე მიკროსკოპის ქვეშ არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისაგან, მეტიც მას იდენტური მოლეკულური შედგენილობა აქვს.

ზოგიერთ პაციენტში მკურნალობით შესაძლებელია გახანგძლივდეს სიცოცხლე. მკურნალობის მთავარი მიზანია: შეიზღუდოს სიმსივნური უჯრედების ზრდა ანშემცირდეს დაავადებით გამოწვეული სიმპტომები. მეტასტაზური სიმსივნე დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს. კიბოთი დაღუპულ ადამიანთა უმეტესობა იღუპება მეტასტაზური სიმსივნეებით.

image

ქსოვილის ცვლილება არ ნიშნავს კიბოს

ყველა ქსოვილის ცვლლება არ შეიძლება კიბოთ ჩაითვალოს. როგორებიცაა მაგალითად: ჰიპერპლაზია-რომლის დროსაც უჯრედები ნორმაზუ სწრაფად იზრდებიან, თუმცა მიკროსკოპის ქვეშ უჯრედები ნორმალურია.

დიპლაზია-უფრო რთული შემთხვევაა ვიდრე ჰიპერპლაზია. ამ შემთხვევაშიც ხდება ზედმეტი უჯრედების გამრავლება და უჯრედებიც არანორმალურად გამოიყურება.

ზოგიერთი ტიპის დიპლაზია საჭიროებს მონიტორინგს ან მკურნალობას. მაგალითად:არანორმალური ხალი რომელიც შესაძლოა გადაიქცეს მელანომად, თუმცა როგორც წესი ეს ასე არ ხდება.

imageნორმალური უჯრედი შესაძლოა სიმსივურად იქცეს. მანამ სანამ სიმსივნური უჯრედები ფორმირდება ორგანიზმში, მან უნდა გაიაროს ისეთი ცვლილებები როგორებიცაა:ჰიპერპლაზია და დიპლაზია. ჰიპერპლაზიის დროს მატულობს უჯრედების რაოდენობა თუმცა მიკროსკოპში იგი ნორმალური შეხედულებისაა, ხოლო დიპლაზიური უჯრედი არანორმალური. ჰიპერპლაზია შესაძლოა კიბოდ გადაგვარდეს.

კიბოს ტიპები

არსებობს კიბოს 100-ზე მეტი ტიპი. როგორც წესი მათ სახელ ეწოდებათ იმის მიხედვით თუ სადაა იგი განვითარებული (ფილტვის კიბო, ტვინის კიბო).

კარცინომა

კარცინომები ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია.იგი ფორმირდება ეპითელურ უჯრედებში. ეპითელური უჯრედებით დაფარულია ორგანიზმის შიდა და გარე ზედაპირები. იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის ეპითელური უჯრედები ზიანდება, კარცინომას აქვს სხვადასხვა სახელი, მაგალითად:

ადენოკარცინომის დროს ზიანდება ჯირკვლოვანი ეპითელური უჯრედები, ვითარდება:მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის ადენოკარცინომა.

სარკომა

სარკომა არის კიბო რომელიც რბილ ქსოვილებსა და ძვლებში ვითარდება. მაგ:კუნთები, სისხლძარღვები, ლიმფური ძარღვები. ოსტეოსარკომა ძვლის ყველაზე გავრცელებული კიბოა.

ლეიკემია

ლეიკემია არის კიბო რომელიც აზიანებს ძვლის ტვინს (სადაც წარმოიქმნება სისხლის უჯრედები). სიმსივნური ძვლის ტვინი იწყებს სისხლის თეთრი უჯრედების დიდი რაოდენობით წარმოქმნას რომლებიც წარმოადგენენ მოუმწიფებელ უჯრედებს ანუ ბლასტებს.

მრავლობითი მიელომა

მრავლობითი მიელომის დროს კიბო ვითარდება სისხლის იმუნურ უჯრედებში, ეს უჯრედები კი ლაგდებიან ძვლის უჯრედებში სადაც ისინი აწვებიან და აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს.



0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0