x
image
Yoona
Mediator image
რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია
კომბუჩა ჩინეთში საკმაოდ პოპულარული სასმელია. ის შეუდარებელი გემოთი გამოირჩევა და ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენა აქვს. თუ ჩინეთში არ ცხოვრობთ, არ დაღონდეთ, კომბუჩას მომზადებას თქვენც შეძლებთ. მას ბევრი სხვა სახელით „ჩაის სოკო“ იცნობს.


image

რა არის კომბუჩა, ანუ ჩაის სოკო

მის შემადგენლობაში არის საფუარი, შაქარი და ჩაი (ხშირად შავი და არა მწვანე). სასმელს ბოსტნეულის ან სხვა მარინადის გემო აქვს, ჩინეთში კიმჩის (ცხარე პეკინური კომბოსტო) გემო აქვს.



image

რა სარგებელი აქვს

ჩვენს ნაწლავებში ბაქტერიები საჭმლის მონელებას, ვიტამინების და მინერალების ათვისებას, ასევე ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობენ. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც „კარგ“ ბაქტერიებს მიეკუთვნებიან. ისინი ნაწლავების ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებენ.


image

ამ სასარგებლო ბაქტერიების დახმარებით ორგანიზმს საკუთარი ბიოლოგიური პროცესების, კერძოდ საჭმლის მომნელებელი და იმუნური ფუნქციების გაძლიერებაში ვეხმარებით.


ჩაის სოკო:

1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს;

2. ანტიოქსიდანტებით უზრუნველყოფს;

3. იმუნიტეტს ზრდის;

4. ძალას და ენერგიას მატებს;

5. ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს;

6. სისხლში შაქრის დონეს ამცირებს;


image

როგორ მოვამზადოთ კომბუჩა

კომბუჩა შეგიძლიათ ინტერნეტით, ბაზრობაზე ან ბებიებთან შეიძინოთ. ერთხელ თუ იპოვით, მომავალში შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ. მას გამრავლების უნარი გააჩნია.

თქვენ 0, 5 ლ მდუღარე წყალი დაგჭირდებათ. 5 კოვზ ხარისხიან ჩაის ფოთლებს (ჩაის პაკეტი არ გამოგადგებათ) წყალი დასხით და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებას დაელოდეთ. მარლაში გადაწურეთ. შემდეგ ჩაი 3 ლიტრიან ქილაში ჩაასხით, 8 კოვზი შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ქილაში ჩაის სოკო ფრთხილად ჩადეთ და 2-3 კვირა ნათელ ადგილას (მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ) დუღილი აცადეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს

image

ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ

image

კამა, თაფლი და კატაბალახა თქვენს სისხლძარღვებს გაწმენდს

image

4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს

image

ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
912
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
912