პროფილაქტიკა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ბუნებრივი საშუალება - საკმაოდ ეფექტურია! 2019, 23 ოქტომბერი, 16:48 როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გამელოტების მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები იყოს. ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. სინამდვილეში, გენები წყვეტს, როდის დაგეწყებათ თმის ცვენა. თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს და წამლების მიღების შედეგი გახდეს. განსაკუთრებით, მას იწვევს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე, ვიტამინ А-ს დიდი დოზით მიღება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თმის ცვენის საწინააღმდეგოდ იყენებენ ბუნებრივ მეთოდებს, აქედან განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა დაფნის ფოთოლი. საერთოდ დაფნას მედიცინაში აქტიურად იყენებენ. დაფნის ფოთოლიც და ცხიმიც ჯანმრთელობისთვის ძლიერ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. არის ანტისეპტიკური საშუალება, აქედან გამომდინარე საპონის დამზადებაში ხშირად იყენებენ დაფნის ფოთლის ცხიმს. დაფნის ფოთლის ცხიმისგან დამზადებული საპნის სასარგებლო თვისებები: 1. აჩერებს თმის ცვენას და აქრობს ქერტლს 2. თავის კანზე არსებულ სოკოს ანადგურებს 3. ეფექტურია ვარიკოზული დაავადებების წინააღმდეგ 4. თავზე გაჩენილ მუწუკებს აშორებს 5. თმებს ეხმარება სუნთქვაში გარდა ამისა, თუ გახშირებული თმის ცვენა გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ დაფნის ფოთლით თავის დაბანა. ამისთვის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში აადუღეთ დაფნის ფოთლები და შემდეგ ამ წყლით დაიბანეთ თმები. თუ შედეგის მიღება გსურთ ეს მეთოდი სცადეთ კვირაში 3 ჯერ მაინც და რათქმაუნდა არ გადაივლოთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფნის ფოთლის ეფექტურობა გაქრება. შენიშვნა: დაფნის ფოთლის ნადუღით დაბანილ თმებს სუნი არ ექნება, ამიტომ ამ საკითხზე ნუ ინერვიულებთ. რეკომენდებულია კვირაში 3-4 ჯერ დაბანა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი >>>>> იხილეთ ასევე <<<<<13 კადრი, რომელიც მაღალი ადამიანების სირთულეებს გვიჩვენებს - იხალისებთ! ტესტი - როგორ მოიქცევით ურთულეს სიტუაციებში? (+პასუხები) 3 კუნძული, სადაც ფეხი არასოდეს უნდა დაადგათ! 15 ფოტო მტკიცებულება იმისა, რომ ბუნება თავისას ყოველთვის დაიბრუნებს! 520 6-ს მოსწონს
|