ასტროლოგია "რამდენიმე დღეში ძლიერი, ღრმა ემოციებით და სიურპრიზებით სავსე ახალი მთვარე გველოდება"- რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2019, 23 ოქტომბერი, 0:29 სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი "ასტროლაბი" 28 ოქტომბრის ახალ მთვარეობაზე წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს. "28 ოქტომბერს ახალი მთვარეა . პიკი - 07:38 სთ. მზის მორიელში გადასვლიდან (23 ოქტომბერი) რამდენიმე დღეში საკმაოდ ძლიერი, ღრმა ემოციებით და ამავე დროს, სიურპრიზებით სავსე ახალი მთვარე გველოდება. ახალი მთვარე ► ახალი მთვარის დღე არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, გავაანალიზოთ, რა უნდა მოვიშოროთ და რისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება. ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ. ► წლის განმავლობაში, როგორც წესი, 12 ახალი მთვარე გვაქვს, 12 სხვადასხვა ნიშანში. თითოეული ნიშანი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ჩვენს ჰოროსკოპებშიც აუცილებლად ააქტიურებენ რომელიღაც სფეროს ან სფეროებს, კონკრეტულ საკითხებს და გვინდა თუ არა, ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ თემებზე გადადის. ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ის ჩვენს რომელიმე პლანეტასთან ან/და კუთხოვან სახლებთან ქმნის ასპექტებს. მართალია, ახალი მთვარე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს თავის გავლენას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში პლანეტარული ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ისეთი საქმეები შევასრულოთ, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ????♏ახალი მთვარე მორიელში⤵ ► ამჯერად მზე და მთვარე მორიელს სტუმრობს. ახალი მთვარის დროს მორიელშია მერკური და ვენერაც. შესაბამისად, მორიელის პოზიტიური თვისებებისა და მიდგომების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მომდევნო ერთი თვე (და არა მარტო) ბევრი საჭირო ცვლილებისა და სასიამოვნო სიახლის მომტანი იქნება. ► მორიელის♏ მმართველი პლანეტა ქვესკნელის ღმერთად წოდებული პლუტონია, რომელიც ასტროლოგიაში ტრანსფორმაციასა და ქვეცნობიერის უმაღლეს ძალას უკავშირდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის მართავს ყველაფერს, რაც ზედაპირის მიღმა, სიღრმეშია დამალული. პლუტონი ყველაზე ახლოსაა განახლებისა და ხელახლა დაბადების თემასთან. მისთვის ყველაზე მეტადაა მისაღები ნგრევისა და განადგურების იდეა, როგორც ახლის შექმნის წინაპირობა. ► იმისათვის, რომ ახლიდან დავიბადოთ, ჯერ უნდა მოვკვდეთ. რა თქმა უნდა, სიკვდილი - გადატანითი მნიშვნელობით. მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც არ უშინდება სიღრმეებსა და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ის მზადაა ჩაძვრეს სულის სიღრმეებში, გააცნობიეროს შიშები და ბოლომდე გაათავისუფლოს საკუთარი თავი იმ შეზღუდვებისგან, რომელიც განვითარებაში უშლის ხელს (ეს, რა თქმა უნდა, კარგ შემთხვევაში). გვეშინია სიახლეების, ცვლილებების, სიყვარულის, პასუხისმგებლობის, ერთგულებისაც კი… და ამ დროს ბედნიერება არ არის კომფორტის ზონაში. ზრდისა და განვითარების შანსი ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმაა. ასეთი ნაბიჯების გადადგმა კი გამბედაობას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზანდასახულობას მოითხოვს. მორიელს შეუძლია იყოს უბრალოდ მორიელი, თავდაცვის დროს გამოჩნდეს, უკბინოს და მოშხამოს თავდასხმის ობიექტი ან იყოს ფენიქსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ფერფლისგან ხელახლა დაბადება და ყველაფრის თავიდან დაწყება. ამ ნიშანს უკავშირდება არწივიც, რომელიც სიმბოლურად ყველაფერზე მაღლაა, ხედავს და აფასებს მთლიან სურათს, აანალიზებს, აკვირდება და ყველა შესაძლებლობას ჭკვიანურად და სტრატეგიულად იყენებს. არჩევანი არის ჩვენზე: დავრჩეთ უბრალო შხამიან მორიელად თუ ავიდეთ არწივის სიმაღლეზე. ასპექტები ► ასპექტებზე საუბარი აუცილებლად ურანის ახალ მთვარესთან ზუსტი ოპოზიციით უნდა დავიწყოთ. ურანი ცვლილებების მაპროვოცირებელია. მისი ძლიერი ზემოქმედების დროს ხშირად ვდგებით დილემის წინაშე, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს თუ შევცვალოთ და განვაახლოთ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავისებურად გრძნობს პლანეტარულ ენერგიას (იმის მიხედვით, როგორია პირადი რუკა), მაგრამ საერთო ფონი, რომელსაც ურანის ოპიზიცია ქმნის, საკმაოდ ბევრი არაორდინალური გადაწყვეტილებითა და მოქმედებით იქნება გამორჩეული. მომატებულმა სურვილმა და ინტერესმა სიახლეებისა და მრავალფეროვნების მიმართ, შესაძლოა, გარკვეული კუთხით პრობლემებიც გამოიწვიოს. შინაგანი მოწყენილობა, დიდი ალბათობით, უკმაყოფილებასა და შემდგომ, აგრესიაშიც შეიძლება გადაიზარდოს (სამსახური, ოჯახი, ურთიერთობები). ურანის ვიბრაცია ასტიმულირებს თავისუფლებისათვის, შეზღუდვებისგან გათავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვის წყურვილს. ვიღაცისთვის ეს იქნება სამსახური, სხვა ადმიანისთვის პარტნიორთან ურთიერთობა და ა.შ. დამანგრეველი მიდგომების ნაცვლად გაცილებით მომგებიანი იქნება ტრანსფორმაციის, როგორც ჯანსაღი განვითარების პროცესის მიღება. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის შეზღუდვა, სად, რა სფეროში ვერ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება და ამის შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად დავგეგმოთ ცვლილებები. ► აღსანიშნავია ასევე მარსის კვადრატები სატურნთან და პლუტონთან. მარსი არის ენერგია, სატურნი - საზღვრები და რეგულაციები, პლუტონი - ძალაუფლება და კონტროლი. მარსი სასწორში დიპლომატია. ის ისევ ცდილობს გამარჯვებას, მიზნის მიღწევასა და ომის მოგებას, მაგრამ არა პირდაპირი და უხეში ფორმებით, არამედ დიპლომატიურად, მშვიდად. როდესაც მარსი პლუტონთან და სატურნთან ქმნის კვადარტებს თხის რქაში, ასეთ დროს ვგრძნობთ წინაღობას, გარეგანს ან შინაგანს. ამისი მიზეზი კი ხშირად ისაა, რომ არ ვართ სათანადოდ თანმიმდევრულები და მოქნილები. თუ მარსი სასწორში ცდილობს მოლაპარაკებებისა და კომპრომისის გზით გაიმარჯვოს, პლუტონი და სატურნი თხის რქაში ნებისმიერ მოქმედებას სერიოზულად და პრინციპულად უდგებიან. ორივე პლანეტა ამ ნიშანში შეიძლება, ითქვას, რომ უკომპრომისოა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე გვაკისრებენ და გვახსენებენ, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ბედს ჩვენივე მოქმედებებით. ამ ასპექტებმა შესაძლოა, გამოიწვიოს კონფლიქტებიც, თუმცა ასეთ დროს უმჯობესია, განზე გავდგეთ და სიტუაციას გვერდიდან დავაკვირდეთ. მარსის პლუტონთან კვადრატის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ შიგნით ჩაბუდებული ემოციების ძალიან მარტივად გამოხატვა გახდება შესაძლებელი. ეს რამდენადაც სასარგებლო შეიძლება იყოს, იმდენად დამანგრეველიც. გააჩნია, როგორია ჩვენი თვითკონტროლის უნარი და როგორ გამოვიყენებთ ამ ენერგიას. ► ამ მოჭიმული ასპექტების შემდეგ საკმაოდ იმედის მომცემია მერკურისა და ვენერას შეერთება. მართალია, ვენერა მორიელში დიდი სიტკბოებით არ გამოირჩევა, თუმცა ეს მდებარეობა საშუალებას მოგვცემს, მორიელური პირდაპირობის შემთხვევაშიც კი, ჩვენი ნათქვამი რბილი და მისაღები იყოს. უხეშ პირდაპირობას გამოვიყენებთ თუ მერკური-ვენერას დიპლომატიას, ეს უკვე არჩევანის საკითხია, მაგრამ აქვე გავიხსენოთ, რომ „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. რეტროგრადული მერკური მორიელში ► 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადულია. მთელი ამ დროის განმავლობაში და 10 დეკემბრამდე მერკური მორიელის ნიშანში იმოძრავებს. როგორც ვიცით, მერკური ჩვენს გონებას, კომუნიკაციასა და აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. მისი ამ ნიშანში მოძრაობა კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი აზროვნება უფრო ღრმა, ანალიტიკური და კომპლექსური გახდება. ასეთ დროს არცერთი გამოთქმული აზრი დარჩება სიღრმისეული ანალიზის გარეშე. მერკური მორიელში ყველაზე მეტად წააგავს გამომძიებლის აზროვნებას, რომელიც ცდილობს, ყველა საკითხი დეტალურად შეაფასოს და არაფერი გამორჩეს თვალთახევიდან. რეტროგრადულობის პერიოდში ორმაგად და ათმაგად სასარგებლოა თვითანალიზი, საკუთარი მოქმედებების, ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გადახედვა. ეს მდებარეობა მოგვცემს შანსს, ჩავიხედოთ საკუთარ სიღრმეებში და ჩვენში, ტვინის ყველაზე ღრმა ნაოჭებში მივაგნოთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, რომლის პოვნაც აქამდე რთულად გვეჩვენებოდა. მშვენიერი პერიოდია არა მხოლოდ ძველი და დაუსრულებელი საქმეების დასრულებისთვის, არამედ არამომგებიანი, არასწორი ხედვებისა და აზრების მოშორებისთვისაც. ეს არის შანსი, საკუთარი თვითანალიზით მოვახდინოთ გონების „წმენდა“. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში უმთავრეს როლს გულწრფელობა ასრულებს. ნუ მოვიტყუებთ თავს. დავინახოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც მზადაა აღიაროს და თქვას სიმართლე. რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ არის რეკომენდებული ახალი ტექნიკის ან ძვირფასი ნივთების შეძენა, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი ნაცნობობა. ასეთ დროს უფრო თვალშისაცემი და შემაწუხებელი გახდება საცობები და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. მოგზაურობის დროს მაქსიმალურ ყურადღებას საჭიროებს საბუთები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. პერსონალური ზეგავლენა ახალი მთვარე მორიელის 4°25 გრადუსზეა. აღნიშნული ტენდენციები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს ეხება, თუმცა ახალი მთვარის ენერგიას ყველაზე მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვისაც პირად რუკაში პლანეტები, ASC, DSC, IC და MC ფიქსირებული ნიშნების (მორიელი, კურო, მერწყული, ლომი) 0-10 გრადუსს შორის აღენიშნება. მათ შორის შეგვიძლია, გამოვყოთ ისეთები, ვინც 23 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, 23 აპრილიდან 3 მაისამდე, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე და 20-დან 30 იანვრამდე არიან დაბადებული." 2014 1-ს მოსწონს
|