სიახლეები სუ-27-მა ადამიანები რამდენიმე მეტრზე მოისროლა(ვიდეო) 2019, 22 ოქტომბერი, 16:13 ბელგიაში, Sanicole Airshow -ზე რუსულმა ავიაგამანადგურებელმა Су-27 -მა ადამიანები რამდენიმე მეტრზე მოისროლა, ინციდენტი ჯერ კიდევ სექტემბერში მოხდა, თუმცა ვიდეორგოლი ახლა გახდა პოპულარული. კადრებში ჩანს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავს აბრუნებს ასაფრენ ზოლზე დასადგომად, ისე მოხდა, რომ Су-27 ბოლომდე არ იყო მოტრიალებული, როდესაც პილოტმა ძრავები უფრო მძლავრად აამუშავა, რამაც მომსახურე პერსონალი, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ თვითმფრინავის მანევრს, რამდენიმე მეტრზე გააცურა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, იქ მყოფი ადამიანები კი ამ ინციდენტმა საკმაოდ გაამხიარულა. Су-27, -( ნატოს კლასიფიკაციით „Flanker-B“)— დაპროექტდა 1977 წელს, შეიარაღებაშია 1982 წლიდან. სუხოის მიერ დაპროექტებული ორძრავიანი ზემანევრული საბჭოთა/რუსული გამანადგურებელი შეიქნა როგორც აშშ-ის მეოთხე თაობის გამანადგურებლების F-14 „ტომქეთის“ და F-15 „იგლის“ საპირწონე, რომლებსაც ჰქონდათ მოქმედების სიშორე 3, 530 კილომეტრი, თანამედროვე რთული ავიონიკა, მაღალი მანევრულობა და მძიმე აღჭურვა. სუ-27 უმეტესად განკუთვნილია საჰაერო ბატონობის მოსაპოვებლად, თუმცა მის თანამედროვე მოდიფიკაციებს თითქმის სრული სპექტრის საჰაერო საბრძოლო ოპერაციების შესრულება შეუძლიათ. დღეისთვის Су-27 რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი ძირითადი საჰაერო ხომალდია, ამის გარდა Су-27 და მისი მოდიფიცირებული ვარიანტები გააჩნია დსთ-ს ქვეყნებს, ინდოეთს, ჩინეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. 1656 2-ს მოსწონს
|