x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაპოლეონის ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო მარცხი (ვატერლოო არა, სხვა...)

მტრის რიცხვი რამდენიმე ათასი იყო... ისინი გარს შემოეხვივნენ დიდ მხედართმნავარს და მის ამალას... და საბოლოო ჯამში, «დააჩოქეს». იმედგაცრუებულმა საფრანგეთის იმპერატორმა უკან დაიხია.

ბევრი იფიქრებს, რომ საუბარი ვატერლოოს ბრძოლაზეა... მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო მარცხი მან «ფუმფულების არმიასთან» განიცადა...


image


ეს ისტორია 1807 წლის ივლისში მოხდა, – მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ტულუზის ზავს მოაწერა ხელი. ამ მოვლენის აღსანიშნავად, იმპერატორმა თავის ამალას და არმიის რამდენიმე მეთაურს კურდღლებზე ნადირობა შესთავაზა. ღონისძიების ორგანიზება მან შტაბის მეთაურს ალ. ბერტეს დაავალა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო...

ბერტემ დიდი ნადირობისთვის კურდღლების შეგროვება დაიწყო და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხს «ცოტა მოკრძალებით» მისდგომოდა... მან 3000-მდე კურდღელი შეიძინა.
დადგა ნადირობის დღე და ბერტეს ხალხმა კურდღლის გალიები დიდი მინდვრის ირგვლივ განათავსეს. შემდეგ იქ ნაპოლეონი და მისი სტუმრებიც გამოჩნდნენ, რომ პიკნიკის შემდეგ, კურდღლებზე ენადირათ...
მაგრამ, ნადირობა უცნაურად დასრულდა: მას შემდეგ, რაც საყვირის ხმა გაისმა, რომელიც ნადირობის დაწყების სიგნალი იყო, კურდღლები გალიებიდან გამოუშვეს და ისინი იმ მიმართულებით გაიქცნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა. ამასთან, მათ ხალხის არ შეეშინდათ და პატარა ცხოველები, როგორც ცოფიანი მხეცები ისე დაესივნენ ნაპოლეონს, მისი ამალის და სხვა მონადირეებს. ათასობით კურდღელი, რომლის დახოცვასაც ვერ ასწრებდნენ, მინდორზე უწყვეტი «ტალღასავით» მოძრაობდა.
თავიდან მამაკაცები იცინოდნიე, იმ აბსურდულ სიტუაციაზე, რომლებშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ სულ უფრო მეტი კურდღელი იყრიდა მათ ირგვლივ თავს, ეს უკვე სახიფათო გახდ... იმპერატორი და მისი სტუმრები ყველანაირად ცდილობდნენ შეტევის მოგერიებას, – ქვებით, ჯოხებით, თოფის სროლით, მაგრამ კურდღლების ნაკადი არა წყდებოდა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ... მიხვა რა, რომ ეს ბრძოლა იყო, რომელსაც ვერ მოიგებდა, ნაპოლეონი სასწრაფოდ დაემშვიდობა ყველას და იქვე მდგარ ეტლში ჩაჯდა. ხოლო, მეეტლე ცხენების ადგილიდან დაძვრას შეეცადა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. კურდღლებმა კი, ეტლშიც შეაღწიეს და იმპერატორს შემოეხვივნენ. პანიკაში ჩავარდნილი ნაპოლეონი მათ იცილებდა და გარეთ ყრიდა. «უთანასწორო ბრძოლა» მას შემდეგ დასრულდა, რაც ბოლოს და ბოლოს ეტლი ადგილიდან დაიძრა და იმპერატორმა ეტლის ფანჯრიდან ბოლო კურდღელი გადმოაგდო.
ბევრს ალბათ კითხვა გაუჩნდა, თუ რატომ მოიქცნენ კურდღლები ასე არაადეკვატურად და რატომ დაესხნენ თავს ადამიანებს?

რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: საქმე იმაში იყო, რომ შტაბის უფროსს ბერტეს, რომელიც კარგად ერკვეოდა სამხედრო ტაქტიკაში, წარმოდგენა არა ჰქონდ ცხოველებზე. იმის ნაცვლად, რომ ნადირობისთვის, ველური კურდღლები დაეჭირა, მან უფრო მარტივი გზა აირჩია, – თავის ხალსხ უბრძანა, რომ კურდღლები ახლოს მდებარე, ფერმებში შეეძინათ.
პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ველური კურდღლებისგან განსხვავებით, რომლებიც ინსტიქტით ყოველთვის გარბიან, მოშინაურებულ ფერმის კურდღლებს ადამიანების არ ეშინიათ. როდესაც კურდღლებმა მინდორში ხალხი დაინახეს, ეგონათ, საკვები მოგვიტანესო, ისევე, როგორც ეს ფერმაში ხდებოდა. ხოლო, როდესაც მათთან მივიდნენ და სტაფილო ვერ აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, გაბრაზდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

imageimageimageimageimageimageimage









0
1715
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0