ქალი და მამაკაცი "საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს 2019, 16 ოქტომბერი, 20:42 ფილმებში რა ეფექტურია არა? რეალურ ცხოვრებაში კი ხანდახან გახდაც კი შეიძლება დაგეზაროს ისეთ რუტინად იქცევა ხოლმე სექსი უკვე დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებში. სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ სექსუალურ ცხოვრებასაც სჭირდება გადახალისება და გამოცოცხლება. საჭიროა მრავალფეროვნების შეტანა. ესეც ხუთი პრაქტიკული რჩევა მათგან:
წყვილების 40%-ს სექსის დროს რაღაც აფარიათ და ეს შემთხვევითი არ არის. გადასაფარებელი ერთმანეთის სხეულების დანახვაში ხელს გიშლით, სექსოლოგები კი ამტკიცებენ, რომ კაცების 95 პროცენტისა და თითქმის ამდენივე ქალისთვის ვიზუალური გამოსახულება უმნიშვნელოვანესი ეროტიკული სტიმულატორია.
კაცების 90% და ქალების 74% სულ შიშველი კავდება სექსით, ქალების 93 პროცენტი კი ყველა სამკაულს იხსნის. არადა სხეული გაცილებით უფრო სექსუალურია, როცა მასზე თუნდაც ერთ რამეს იტოვებთ. ეგ კი არა სექსოლოგები გვირჩევენ, რომ პრელუდია სულ ჩაცმულებმა დავიწყოთ და სექსის დროს აუცილებლად დავიტოვოთ… სამკაულები. მკვეთრი, ბრჭყვიალა საგნები შიშველ სხეულზე იმდენად აღაგზნებს, რომ მკვდარსაც წამოაყენებს. თანაც გახურებული კანით მათზე შემთხვევითი შეხება კონტრასტს იძლევა და დამატებითი სექს-სტიმულატორია. პირველ ადგილზე გრძელი საყურეები დგას. აღმოსავლელი ქალები საყვარელთან შეხვედრისას რაც შეიძლება გრძელ საყურეებს იკეთებდნენ ხოლმე სწორედ ამიტომ. საყურე სექსუალურია. რას დაიტოვებთ ყელზე ჯაჭვს თუ თეთრეულს, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა ამაზე ფიქრით ერთი კვირით ადრე ნუ მოიკლავთ თავს, დაიწყეთ პრელუდია ჩაცმულმა და ნელ-ნელა მოიშორეთ გზიდან რაც ხელს შეგიშლით.
წყვილების 96%-ს სექსი ძირითადად საკუთარ საწოლში აქვთ. სექსოლოგთან ხშირად მიდიან ცოლ-ქმრები, რომელთაც სექსის მიმათ ინტერესი დაკარგეს. იცით, მისი პირველი რჩევა რა არის? შეიცვალეთ გარემო! ამას ვიაგრაზე მეტი ეფექტი აქვს! რატომ? დროთა განმავლობაში ცოლ-ქმრულ სარეცელს ვნებების შარავანდედი სცილდება და ძილისა და დასვენების ასოციაციას ტოვებს. თუნდაც სულ პაწაწინა ბინაშიც კი შეიძლება არაერთი მოხერხებული და არასტანდარტული ადგილის მოძებნა ამისთვის. მაგალითად, სარეცხი მანქანა! ქალი ჩართულ სარეცხ მანქანაზე ზის… მამაკაცი დგას… დაუვიწყარი შეგრძნებაა. შეგიძლიათ მანქანას პირსახოციც დააფაროთ, ოღონდაც ძალიან სქელი არა, ვიბრაციის ეფექტი რომ არ დაიკარგოს.
წყვილების 12% სექსით სიბნელეში კავდება, 21% დაბალ შუქზე, მათ შორის სანთლის შუქზეც და მხოლოდ 7% ამჯობინებს ხოლმე მკვეთრ შუქს და სექსს დღისით. არადა, ვიზუალურ გამოსახულებებზე ზემოთაც ვთქვით, გარემოს შეცვლაზეც... ჰოდა, გამოდით სოროდან და გაახილეთ თვალები! სცადეთ დღისითაც!
ოღონდ სამსახურის შესახებ არა… ინტიმური სიახლოვის დროს კაცების მხოლოდ 35% და ქალების 18% ამბობს კომპლიმენტებს და გამოხატავს კმაყოფილებას, არადა ის სიტყვები, რომელბსაც სიყვარულით დაკავებული წყვილები წარმოთქვამენ, ფსიქოლოგების ენით რომ ვთქვათ, ერთგვარ "ნიშნულად" იქცევა, ისინი იმახსოვრებენ შეგრძნებებს და შემდეგ ჯერზე ზუსტად ამ შეგრძნებებს იწვევენ. ნუ ჩაგიგდიათ ენა! სცადეთ! მოეფერეთ სიტყვებით, დაუძახეთ ცხოველების, ყვავილების მოფერებითი სახელები ერთმანეთს… ეცადეთ გამოხატოთ რას გრძნობთ… მნიშვნელობა არ აქვს რას ილაპარაკებთ, მთავარია სიტყვების მეშვეობით დამატებითი კავშირი შეინარჩუნოთ. ხანდახან ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენებათ ეს ფრაზები, მაგრამ თურმე სიცილიც აღაგზნებს, ჰოდა ჯანმრთელობაში! შეგერგოთ! ასევე დაგაინტერესებთ:როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან…მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდებასაპიოსექსუალები - ანუ რატომ არის ჭკვიანი ლამაზზე მეტად სექსუალური7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს სექსი ყოველდღე"სოჩიკი დაგიწერთ", ანუ რატომ არ უნდა გვქონდეს სექსი ყველასთანორგაზმის გაყალბება სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს - როგორ ვებრძოლოთ ანორგაზმიას12 შოკისმომგვრელი მეცნიერული ფაქტი სექსის შესახებფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნაშესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 8531 1-ს მოსწონს 1-ს არა
|