x
image
მაია 24
ორგაზმის გაყალბება სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს - როგორ ვებრძოლოთ ანორგაზმიას
image


კვლევები აჩვენებს, რომ ქალების დაახლოებით 60 პროცენტი ორგაზმს აყალბებს. იგივე კვლევების შედეგად ვიგებთ, რომ თურმე (პროცენტულად ბევრად უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც) მამაკაცებიც არ ერიდებიან ორგაზმის იმიტაციას.


ორგაზმს ძირითადად აყალბებენ ორი მიზეზით:


1. ერიდებიან არ შეურაცხყონ პარტნიორის ეგო, უფრთხილდებიან (აღარ ვახსენებ სიტყვა სიბრალულს) მას. ჩვენ ხომ ყველას გვიჭამია საყვარელი ადამიანის მიერ მომზადებული უგემური კერძი და გული რომ არ გვეტკინა მისთვის, თავი მოგვიჩვენებია, ვითომ მოგვწონს? ეს კეთილი ტყუილია, თუმცა ცუდ შედეგებს იწვევს. თუკი ძალიან აღფრთოვანდებით, შეიძლება ამ კერძის ჭამა ყოველდღე მოგიწიოთ და თუ საკუთარ გემოვნებაში არ გაარკვევთ, ორივე ძალიან დაზარალდებით. დაელაპარაკეთ, ეგებ თქვენთვის მოსაწონი კერძის შემოთავაზებაც შეუძლიათ.




image


2. ეშინიათ ფრიგიდულად, იმპოტენტად არ ჩათვალონ და მისგან არ გაიქცნენ. მოკლედ, რცხვენიათ საკუთარი უძლურების (თუნდაც დროებითი) ჩვენების, ან უბრალოდ სექსის შეწყვეტა სურთ, რადგან დაიღალნენ, მოსწყინდათ, მაგრამ ამის თქმის რცხვენიათ. თავს როგორ გრძნობ? კარგად! ჩვენც ბევრჯერ მოგვიტყუებია, საკუთარი პრობლემები რომ არ მოვახვიოთ ვინმეს თავს, მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება. ილაპარაკეთ საკუთარ შიშებზე, სისუსტეებზე, თქვენ ხომ სიამოვნებით მოუსმენდით მას და შეეცდებოდით დახმარებას? რატომ გგონიათ თავი მასზე უკეთესი? დაქალებთან და ძმაკაცებთან ჭორაობას, ვისაც რეალურად ეხება საქმე, სჯობს იმას ელაპარაკოთ.


ანორგაზმია ყველას ემართება


შეიძლება გადაიღალეთ, ყურადღება გეფანტებათ, უარყოფით გამოცდილება გძაბავთ და მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. სტრესი, გაღიზიანება, დეპრესია, ალკოჰოლი, თუ დაორსულების შიში… მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ და თვითონ ორგაზმის გაყალბებაც კი. იგი თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს. რატომ?



image


არავის არ სურს მოტყუებული ყოფნა. თქვენ გინდათ რომ გატყუებდნენ? მოგეწონებათ, ახალ ვარცხნილობაზე რომ გითხრათ ძალიან მაგარიაო და წვეულების მერე აღმოაჩინოთ, რომ თურმე საშინლად არ მოსწონს? დაახლოებით ასეა. მართალია, ზოგს ოსკარიც კი ეკუთვნის ისე მაგრად შედის როლში, მაგრამ ვინც კარგად ერკვევა, ძირითად შემთხვევაში სიყალბეს ამჩნევს, ეს კი არავის სიამოვნებს. განსაკუთრებით კაცების ორგაზმის იმიტაციაა რთული, ემოციების იმიტაცია შეიძლება მოახერხო, მაგრამ ეაკულაციის, ნაკლებად.


ტყუილი საწოლში არ მთავრდება, ფესვებს გარეთაც იდგამს. თქვენ შეიძლება გაითამაშოთ ორგაზმი, მაგრამ მერე ორგაზმ-განცდილის თამაშიც მოგიწევთ: კმაყოფილი, დაღლილი და მშიერი ხართ? სიცრუე საწოლის ფარგლებს ცდება და სხვა სფეროებში გადადის.



image


კიდევ რას მალავთ?


ორგაზმი მთავარი არ არის. იგი ერთგვარი ბონუსია და ამ ბონუსის გარეშეც შეიძლება ისიამოვნოთ მხოლოდ პროცესით. თანაც ასე დაძაბულობაც მოგეხსნებათ და რაც უფრო მეტად მოახერხებთ რელაქსს და სიამოვნებას მიიღებთ სექსის დროს, მით უფრო იზრდება ორგაზმის მიღწევის შანსებიც. თუ აღარ გინდათ, დროებით შეწყვიტეთ, ტაიმ-აუტი აიღეთ და მერე განაგრძეთ რამდენიმე წუთის, საათის ან დღის შემდეგ. თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ პარტნიორს ასიამოვნოთ, უბრალოდ ასიამოვნეთ, ტყუილი კვნესა და თვალების ბნედა სავალდებულო არ არის. ის, რომ მისთვის სიამოვნების მინიჭება მოგწონთ, ასეც შეიძლება დაანახოთ.



image


და ბოლოს ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ გაკვრით, ერთი და იგივე უგემური კერძის შესახებ...


თუკი ატყუებთ, როგორ უნდა მიხვდეს - რა მოგწონთ, რა გსიამოვნებთ, როგორ უნდა შეეცადოს თქვენთვის სიამოვნების მინიჭებას? პირველი სექსის დროს იშვიათად უგებენ პარტნიორები ერთმანეთს, გაგება დროთა განმავლობაში მოდის ერთმანეთის თავისებურებების შესწავლის, კომუნიკაციისა და გულწრფელი საუბრების შედეგად. პრობლემის აღიარება შემდეგ ჯერზე ყველაფრის გაუმჯობესების უპირველესი გარანტია. ილაპარაკეთ. თქვით - რა მოხდა, რატომ დაგემართათ, ერთჯერადია თუ ხშირად გჭირთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, უბრალოდ დაღლილი ხართ, თუ რამე პრობლემები გაქვთ. ილაპარაკეთ ყველაფერზე და მიზეზებს რომ იპოვით, ერთად ეძიეთ მისი გადაჭრის გზები. ნუ მოისპობთ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების ქონის შანსებს.



სტატიის მომზადებისას გამოყენებულია MENTAL.GE-ს მასალები

0
2700
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0